x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სიკვდილის შვილები, კალის მსახურები: მახრჩობელა ტუგების საიდუმლო სექტა

ყველაზე ცნობილი მკვლელები იყვნენ ინდოელი ავაზაკები, რომლებიც იყვნენ „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელი ბანდიტები“, მათ ტუგებს (თჰაკებს) ეძახდნენ. მხოლოდ 1812 წელს მათ ხელში დაიღუპა დაახლოებით 40000 ადამიანი. დაახლოებით მე-12 საუკუნიდან ცენტრალურ ინდოეთში ტუგის ბანდები ძარცვავდნენ ქარავნებს და ხოცავდნენ მოგზაურებს. მსხვერპლს ახრჩობდნენ თოკით ან შარფით, რომელიც კისერზე ჰქონდათ შემოხვეული, შემდეგ კი რიტუალური მჭრელით დამარხავდნენ ან ჭაში აგდებდნენ. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დანამდვილებით უცნობია, მაგრამ გინესის რეკორდების წიგნში მათ მხოლოდ ერთ საუკუნეში ორი მილიონი სიკვდილი მიაწერეს.image

შუასაუკუნეების ინდოელი ბანდიტები და მძარცველები არიან, რომლებმაც თავი მიუძღვნეს კალის მსახურებას. ფოტო 1894 წ.image

ტუგების წევრი რომ გამხდარიყვნენ, საჭირო იყო ინიციაციის საკმაოდ გრძელი გზის გავლა. მოგზაურობის დასაწყისში სექტის წევრები ასრულებდნენ მესაფლავეების სამუშაოს. რამდენიმე წლის შემდეგ, მომწიფების შემდეგ, ისინი გადაჰყავდათ დაზვერვაში, შემდეგ ხდებოდნენ შემტყუებლები. თუმცა, ყოველ ჯერზე მათი უნარები უნდა გაუმჯობესებულიყო. საქმისადმი ერთგულება კი მთავარი პირობა გახლდათ. ისინი, ვინც დაუდევრობით ან განზრახ საუბრობდნენ ტუგების ჯგუფში თავიანთ წევრობაზე, დაუყოვნებელი და სასტიკი სიკვდილით ისჯებოდნენ. მხოლოდ სამსახურის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ შეიძლებოდა კალი ინათლებოდა ბჰუტოტაგებში, ანუ მახრჩობელებში. ხშირად ამ ასაკში ისინი უკვე საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები იყვნენ, ოჯახების მამებიც კი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერი ინდიელი შეიძლება აღმოჩენილიყო სიკვდილის ქალღმერთის მსახური. ვაჭრები, თანამდებობის პირები, გლეხები - ისინი იმყოფებოდნენ ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში. საიდუმლო სამსახურის შესრულების ნებართვა მემკვიდრეობით მიიღებოდა, ისევე როგორც კავშირები სხვა ჯგუფების ავაზაკებთან მთელს ინდოეთში.image


ახალგაზრდა მახრჩობელი იძულებული იყო რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი მოეკლა, თანაც უმოკლეს დროში. ამავდროულად, მას ეკრძალებოდა ქალების, კეთროვანის, კუზიანის, კოჭლი და საერთოდ “ფრიკების", ასევე მრეცხავი ქალების და ზოგიერთი რჩეული კასტის წარმომადგენლების დახრჩობა, რომლებსაც ქალღმერთი კალი მფარველობდა. ქალები, სხვათა შორის, მკვლელობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ დაცულნი, თუ ისინი მარტო მოგზაურობდნენ, მამრობითი სქესის პატრონის გარეშე.image

ტუგების ბანდები ჩვეულებრივ გამოდიოდნენ მთავარ გზაზე წვიმების სეზონის შემდეგ, შემოდგომაზე. მომდევნო გაზაფხულამდე მხოლოდ ერთმა ბანდას (და მათგან რამდენიმე ასეული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით) შეეძლო ათასზე მეტი ადამიანის დახრჩობა. მათი მსხვერპლი ხან მარტოხელა მოგზაურები იყვნენ, ხანაც – ადამიანთა მთელი ჯგუფები, რომლებიც თვალის დახამხამებაში გადადიოდნენ სხვა სამყაროში. ტუგები არასოდეს ტოვებდნენ მოწმეებს ცოცხლებს, ამიტომ ძაღლები, მაიმუნები და სხვა ცხოველებიც კი, რომლებიც მკვდრებს ეკუთვნოდნენ, ასევე ნადგურდებოდნენ. მკვლელობისთვის მზადება ყოველთვის რუტინის მიხედვით მიმდინარეობდა. ბანდა ბანაკდებოდა ქალაქის ან სოფლის მახლობლად და გზავნიდა თავის რამდენიმე ყველაზე ჭკვიან წევრს ქუჩებში და მაღაზიების მოსანახულებლად. როგორც კი მოგზაურთა მცირე ჯგუფს ხედავდნენ, სთავაზობდნენ მოგზაურობის ერთად გაგრძელებას. თუ ისინი თანხმდებოდნენ, მათი სიკვდილი შორს არ იყო.image
მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა დახრჩობით, უსისხლოდ. მკვლელობის იარაღი იყო აბრეშუმის ლენტი 90 სმ სიგრძისა და 2, 5 სმ სიგანის - რუმალური. კისრის რუმლით დაფარვის ტექნიკა სრულყოფილებამდე მიიყვანეს. მეტიც, თოკის შეკვრის ტექნიკა მიიღეს სპეცრაზმის სპეციალისტებმა და გახდა მათი საბრძოლო უნარების გამოყენებითი ელემენტი.image

ყოველი მკვლელობის შემდეგ ტუგები ისხდნენ დიდი ხალიჩის კიდეზე, რომელიც მიწაზე იშლებოდა და მზერა აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ. მათი ლიდერი მოკლე ლოცვა წარმოთქვამდა და ოპერაციის თითოეულ მონაწილეს "წმინდა" ყვითელი შაქრის ნაჭერს აძლევდა. დამხრჩვალები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვინც ერთხელ გასინდა ის, არასოდეს უღალატებდა თავის საქმეს. დიდი ალბათობით, შაქარი შეიცავდა რაიმე სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას.

იქვე ნადავლს ადგილზე ყოფდნენ. მესაფლავეები მიცვალებულს ტანსაცმელს ხდიდნენ და ცხედრებზე რამდენიმე ღრმა ჭრილობას უკეთებდნენ, რათა კალის გამარტივებოდა სისხლის დალევა, სწრაფად მარხავდნემ გაძარცულის ცხედრებს. თხრიდნენ არაღრმა საფლავს და ხის ძელს უმაგრებდნენ მსხვერპლის მკერდში, რომელსაც სხეული ხვრელის ბოლოში ეჭირა. საფლავი ქვებით იყო დაფარული და გარეული ცხოველები ვეღარ თხრიდნენ მას.image
ტუგების საიდუმლო სექტის მიმდევრებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ თავიანთი ძლიერი ქალღმერთის მსახურებით ისინი ასრულებდნენ ღვთაებრივ მისიას, ანადგურებდნენ ზედმეტად მომრავლებულ ხალხს. ასეთი „მომსახურების“ სანაცვლოდ მიცვალებულს ქონებას ართმევდნენ. თუ სექტის ერთ-ერთი წევრი ხელისუფლებაში მყოფებთან ან თუნდაც მის ახლობლებთან აღიარებდა, რომ ტუგიიყო, მასაც კლავდნენ, თანაც საკუთარი თოკით, რომელიც შემდეგ იწვებოდა. ტუგები არ იყვნენ ბანდიტები ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ისინი ხოცავდნენ ადამიანებს არა მხოლოდ ნაძარცვის გულისთვის. საგულდაგულოდ შემუშავებული რიტუალის შესაბამისად, თავიანთ მსხვერპლს უძღვნიდნენ ქალღმერთ კალის.image

ლეგენდის თანახმად, კალის პირველ რიგში სურდა მთელი კაცობრიობის განადგურება, გარდა, რა თქმა უნდა, მისი ერთგული მიმდევრებისა და თაყვანისმცემლებისა. მისმა მიმდევრებმა დაიწყეს ხმლებით ყველას მოკვლა. და იმდენად დიდი იყო ყაჩაღების მიერ განხორციელებული განადგურება, რომ კაცობრიობა მალე მთლიანად განადგურდებოდა, ღმერთი ვიშნუ რომ არ ჩარეულიყო. მან აიძულა დედამიწაზე დაღვრილი სისხლით ახალი ცოცხალი არსებების გამრავლება და, ამრიგად, დაუპირისპირდა კალის ქურუმებს.

ინდოეთში დღემდე შემორჩენილია ქალღმერთ კალის ქვის ქანდაკებები. ადგილობრივ მოსახლეობას დღესაც მიაქვს მათთან თავიანთი მსხვერპლები, როგორც ამას აკეთებდნენ წარსულში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

ყოველდღე, საღამოს ექვს საათზე, თანამედროვე ტუგები მსხვერპლად სწირავენ მამლებს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ცნობები ადამიანთა მსხვერპლშეწირვის შესახებ.



0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0