x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით!" - გარდაცვლილი მომღერლის ახლობელი

image13 ივლისს ახალგაზრდა მომღერალი, ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა და სავარაუდო მიზეზების განხილვა დაიწყო, რაც ცხადია მისი ოჯახის და ნათესავების ყურადღების ცენტრში მოექცა. შესაბამისად, მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი მაცაცაო ხოჯავა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.



"ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოვ! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის. მაპატიეთ, თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც, არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს...


ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს პოსტის დაწერა... უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე). უსაშინლესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელ ქვეყანას... გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა... არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს... გაიგეთ, შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით! ხვიჩა დაიღუპა მუცლის აორტის ანევრიზმით.


P.S. სამწუხაროდ, არა მგონია, იმის მარჩიელობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს და დეზინფორმაციების ვრცელება, თუ რით დაიღუპა ხვიჩა, ვიდრე ის, რომ მართლა გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი" - წერს მაცაცო ხოჯავა.

0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0