სხვა "არაფერი, ისე გამახსენდა ყოფილი პრეზიდენტების თემაზე" - ბაკურ სვანიძე. 15 ივლისი, 15:09 "80 წელს მიტანებულ კაცს ტყვია ყურზე მოხვდა, ანუ 2 სანტიმეტრი აქეთ და სასიკვდილო იქნებოდა... და ტიპი ადგილიდან არ დაძრულა, დაცვას რომ გაყავდა, გაუძალიანდა, "ამოყვინთა" დაცვის "ბუჩქიდან" და მხარდამჭერებს უყვიროდა -ბოლომდე ვიბრძოლოთო! თან სისხლი სდიოდა ყურიდან... ამ დროს არც ის იცოდა ზუსტად, საიდან სდიოდა სისხლი და არც ის, იყო თუ არა უკვე ლიკვიდირებული მასზე თავდამსხმელი... ერთმა ჩვენმა "ჯიგარმა" კი, უბრალოდ თვითმფრინავის ხმას მოჰკრა ყური და ისე მოჰკურცხლა, დაცვაძლივს დაეწია... მერე მიწაზე ფორთხავდა კაი ხანს და ძლივს დაითანხმეს ადგომაზე... არა, არაფერი, ისე გამახსენდა ყოფილი პრეზიდენტების თემაზე...."-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
შეგახსენებთ, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.
თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პენსილვანიაში კლერტონის სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, სადაც შაშხანით 200 იარდზე სროლაში ვარჯიშობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია კლუბის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 111 2-ს მოსწონს
|