x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზები-(ნაწილი 8)
image

***არჩილ გომიაშვილი იგონებდა: „ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ. ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევთ ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამთ, უარს ნუ მეტყვით. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშამით უზრუნველყოფილი იქნებით.

- კეთილი, - დავთანხმდი და მერეღა ვკითხე, - მაინც სად მიგყავარ?

- სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.


უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.

ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა. სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით.



50-იან წლებში აკაკი შანიძე ჩასულა სამტრედიაში. აკაკი ნოღისკენ მიმავალ საბარგო მანქანის ძარაზე ასულა, რადგან კაბინაში მძღოლის გვერდით ქალი მჯდარა. გზაში მაგრად გაწვიმებულა. როცა ნოღაში ჩასულან, ძარიდან ჩამომხტარ აკაკის მძღოლისთვის შეუჩივლია:

– კაცო, ძალიან დავსველდი!

– გესწავლა ჩემსავით და იჯდებოდი კაბინაშიო, – უთქვამს მძღოლს.

აკაკის ამის გამო ბევრი უცინია.



გია ფერაძე ლაშა თაბუკაშვილს, შეხვდა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ ხორცი ეყიდათ, აეტანათ ლაშასთან და ხინკალი გაეკეთებინათ. შეიძინეს ხორცი, არაყი, დანარჩენი რაც საჭირო იყო და თაბუკაშვილებთან ფიქრის გორაზე ავიდნენ. სანამ ხინკალი მოიხარშებოდა, ორივე საკმაოდ შეთვრა. სუფრაზე ლანგარზე დაწყობილი ხინკალი რომ შემოიტანეს, გია მარტო იყო ოთახში. ბევრი ეძება შავი პილპილი, მაგრამ ვერსად მიაკვლია. უცებ შენიშნა, რომ წიგნების თაროზე ყუთში რაღაც შავი ფხვნილი ეყარა. ბევრი არ უფიქრია, ამოიღო და მოაყარა ხინკალს. როდესაც ჩაკბიჩა, ლუკმა კბილებში აუკნატუნდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლაშა და თავზარდაცემულმა იყვირა:

"რა ქენი, თამარაშვილი მოაყარე ხინკალს?"

თურმე ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ლაშა თაბუკაშვილის მამამ, რეზო თაბუკაშვილმა, მიხეილ თამარაშვილის ნეშტი ჩამოასვენა საქართველოში და იმ დღეებში ფერფლის ურნა მის სახლში ესვენა.


"ცნობილი ქართველების სახალისო კურიოზების" წინა ნაწილები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
546
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0