საზოგადოება ჰიპსტერების ცხოვრება მუხრუჭების გარეშე - ბევრი ფოტო +13 30 ივლისი, 11:17 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ისტორიული ფოტოები არის გზა დიდ სამყაროზე ერთიანი ხედვის შემოსატანად. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ფოტოა იმისათვის საჭირო, რომ ადამიანისთის თვალისვის მარტივი აღსაქმელი გახდეს იმ წარმოუდგენელი ადგილების შესახებ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. "ჰიპების" მოძრაობა წარმოიშვა 1965 წელს აშშ-ში. თვითონ ჰიპი კი სიტყვა hip-დან წარმოიშვა, რაც ნიშნავს "ცოდნას, გაგებას". გრძელთმიანი ახალგაზრდების ბრბო ხელს უწყობდა სიყვარულს ყველა ცოცხალი არსების და ერთმანეთის მიმართ, ეწინააღმდეგებოდა ომს და მხიარულობდა მუსიკალურ ფესტივალებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი აღმავლობა დაეცა, ამ სუბკულტურის წარმომადგენლები მაინც შეგიძლიათ ნახოთ მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, ზოგიერთი იდეა, რომელსაც 1970-იანი წლების ჰიპები და კონსერვატიული საზოგადოება უჭერდა მხარს, სერიოზულად არ მიიღეს და უტოპიურად მიიჩნიეს. თუმცა, ისინი მყარად არიან ჩასმული თანამედროვე ადამიანის მენტალიტეტში. მოდით, ვიმოგზაუროთ წარსულში, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ჰიპები გასულ საუკუნეში. ჰიპსტერების ცხოვრება მუხრუჭების გარეშე - ბევრი ფოტო +13438 3-ს მოსწონს
|