სხვა 22 ლამაზი ქალი გამოკვეთილი პრესით 22 ივლისი, 13:27 რა შეიძლება იყოს სპორტსმენ ქალზე უკეთესი? მხოლოდ ქალები, რომლებმაც მუცელზე სანუკვარი კუბების გამოკვეთა მოახერხეს. ბოლო დროს პრესი ბევრის ოცნება გახდა, მაგრამ მისი მიღება არც ისე ადვილია. მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში წასვლა საკმარისი არ არის, საჭიროა გონივრულად შედგენილი კვება და მკაცრი რეჟიმი.
როდესაც სადღაც ჩნდება ქალი გამოკვეთილი პრესით, იწყება დებატები, კარგია თუ არა ეს. ზოგი თვლის, რომ რელიეფური კუნთები ქალური არ არის. არიან ისეთებიც, რომლებიც მაშინვე იწყებენ ლაპარაკს სტეროიდებზე და სხვა სპორტულ „საშინელებათა ისტორიებზე“. სინამდვილეში, შემთხვევების 90 პროცენტში, ასეთი თავდასხმები შურის ნიშანია. ბოლოს და ბოლოს, ასეთ სამკაულზე ბევრი ქალი და კაცი უარს არ იტყოდა. მხოლოდ სამკაულია? ექიმები ამტკიცებენ, რომ ნავარჯიშები პრესი ჯანმრთელობაა. ეს არის შინაგანი ორგანოების საიმედო ფიქსაცია, კარგი დგომა და დაცვა. სასურველი „კუბებისკენ“ მიმავალი მძიმე შრომა არა მხოლოდ სხეულს აკაჟებს, არამედ სულსაც. ათასობით ქალიდან, ვინც ამ გზას დაადგა, მხოლოდ რამდენიმე აღწევს ფინიშის ხაზს. გარშემო ბევრი ცდუნებაა - კრემიანი ნამცხვრები, ალკოჰოლური კოქტეილები, ფუნთუშები და სხვა. ყველას არ შეუძლია, რომ კვირაში მინიმუმ სამჯერ ივარჯიშოს. სტატისტიკა ამბობს, რომ ქალების ნახევარზე მეტი, რომლებმაც საკუთარ თავზე ზრუნვა გადაწყვიტეს, მხოლოდ 2-3 თვე ძლებენ. სწორედ ამიტომ, ბრტყელი და გამოკვეთილი პრესი დღემდე იშვიათობაა და მილიონობით ქალის ფარული ოცნება. ასევე დაგაინტერესებთ: სპორტსმენების გაჭიმვები, როგორც ადამიანის სხეულის პოეზია გრაციოზულობა და ცდუნება: ბალერინების 30 ცეცხლოვანი ფოტო თავისუფლების და პროტესტის სიმბოლო - გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე გოგონების 22 ფოტო „გამოიძახეთ ეგზორცისტი“ – წარმოუდგენლად მოქნილი გოგოების 15 ფოტო, რომელიც ცოტა გვაშინებს სპორტისა და დიეტის გარეშე - როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად? 251 შეფასება არ არის |