x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138949
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
"ხაზარაძე თუ მწერალია და ეს წიგნი ბესტსელერია, მაშინ მე ჰემინგუეი ვარ ერნესტა" - გელა ზედელაშვილი
image

"მამუკა ხაზარაძემ წიგნი დაწერა. ეს იცით.

წიგნი რა, ფაქტობრივად მემუარებია, თავისი ბიოგრაფია. ამას წინებზე “ფეისბუკის'' საკუთარ გვერდზე თითო მონაკვეთის გამოქვეყნება დაიწყო და რამდენიმეს გადავხედე.

რომ გითხრათ, ენით, სტილით, ფორმით და შინაარსით აღვფრთოვანდი-მეთქი, მოგატყუებთ და მეც თაღლითი გამოვალ, ოღონდ ხანდაზმული არა, თანამედროვე.


)))

თუმცა!

ამ ბიოგრაფიულ მონათხრობს ნამდვილად აქვს ერთი დადებითი მხარე - მამუკა ხაზარაძეს პერიოდულად ისეთი რაღაცა წამოსცდება ხოლმე, აღიარებით ჩვენებას რომ ჰგავს და თვითონვე ამტკიცებს, მართლა ხანდაზმული მატყუარა გახლავართო.

მაგალითად, ერთ-ერთ მონაკვეთში, რომელიც ბოლოს დადო, ყვება, როგორ მიიყვანეს ბავშვობისას მუსიკის მასწავლებელთან ჯიკავ-ჯიკავით და როგორ სძულდა მას მუსიკა.

)))

მოკლედ, მიუყვანიათ მუსიკის მასწავლებელთან და... რავი, ძაან მეუხერხულებოდა, ნოტებით ხელში რანაირად უნდა მევლო, მაშინ სხვანაირი გაგება იყო, ქუჩის ბიჭები დამცინებდნენ, მე მარტო სპორტსმენად მიცნობდნენო.

ერთხელ მასწავლებელმა მითხრა, ერთი თხოვნა მაქვსო, გეხვეწები, არავის არ უთხრა, შენი მასწავლებელი რომ ვარო.


ხო აზრზე ხართ, როგორი უნიჭო იყო? ქალს რცხვენოდა და უთხრა, არსად თქვა, შენი მასწავლებელი მე რომ ვარო.

როგორ გგონიათ, რა დასკვნა გამოიტანა ყმაწვილმა მამუკიმ მისი თხოვნიდან?

ისაო, ჩემი მასწავლებელი ისეთი მორიდებული ქალი იყო, თავისი ვინაობის გამჟღავნებაც კი ერიდებოდაო.

)))

მერეო, ეს მუსიკა და ნოტები ყელში რო ამომივიდა, ერთი მაგარი რაღაცა მოვიფიქრეო - როცა გამაგზავნეს, სადღაც გადავუხვიე, ცოტა ხანში დავბრუნდი და მშობლებს მოვატყუე, მასწავლებელი სახლში არ იყოვო.

აუჰ, შეშფოთებულან მშობლები, მიმხვდარან, მამუკის ტყუილები უყვარს, ახლაც გვატყუებსო და მეორე დღეს ბებია გაუყოლებიათ.

არა რა ერთი ფოტოზე შეხედეთ, როგორი ნასიამოვნები სახე აქვს, აქებენ, ქებით ძირს აგდებინებენ და ამასაც უხარია, მაგარი რაღაცა დავწერეო.

ისე, ამდენი ფული რომ გაოხრია, ერთი ხეირიანი სტილისტი და ნორმალური მთხრობელი ვერ უნდა დაიქირავო?!

)))

როგორც ჩანს, ხაზარაძეს ისე გააგიჟებენ, ისეთ რაღაცებს შთააგონებენ, მალე თავს ცოცხალ კლასიკოსად გამოაცხადებს.

აი, ნახავთ, თუ არა!"-წერს ინტერნეტგამოცემა "ლიდერის"დირექტორი გელა ზედელაშვილი.

0
114
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0