x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
როგორ პოულობს ინდოეთის პოლიცია მოპარულ სამკაულებს ბანანის გამოყენებით? ამას ვერასოდეს წარმოიდგენთ

image


იცით, მუმბაიში პოლიცია საიუველირო მაღაზიების ძარცვის დროს ქურდების აყვანისას ბაზარში, ბანანის დიდი ასხმის შესაძენად რატომ მიეშურება? დღეს, სწორედ ამ საოცარი შემთხვევის შესახებ მოგიყვებით.


image


მსგავსი შემთხვევები მუმბაიში 2016 წლიდან ფიქსირდება. და მაინც რატომ მუმბაი? იმიტომ, რომ ქალაქში საკმაოდ მაღალი დანაშაულის მაჩვენებელია, გამომდინარე აქედან, სამართალდამცველები არა თუ პოლიციის განყოფილებაში არიან გამოკეტილი, არამედ ქალაქის მუდმივ პატრულირებას ახდენენ. ისინი როგორც წესი, სწორედ იქ ჩნდებიან, სადაც დანაშაული ხდება და მეზობლების მიერ მათთან განხორციელებული ზარის შემდეგ დამნაშავეების ცხელ კვალზე აყვანას უპრობლემოდ ახერხებენ.


image


ყველაზე ხშირად ქალაქში სამკაულებსა და ოქროს იპარავენ ვინაიდან მათზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, ვინაიდან არსებობს ბევრი არალეგალური განაწილების არხი, მევახშეებისა და ლომბარდების სახით, თუმცა ქურდობისთვის არავის სურს ციხეში წასვლა, ამიტომ ისეც ხდება, რომ სამკაულის ქურდები, როდესაც ხვდებიან, რომ პოლიცია მათ დაჭერას აპირებს მათ უბრალოდ ყლაპავენ.

image


მაგრამ თუ პოლიცია დარწმუნებულია ქურდობაში ეჭვმიტანილ ამა თუ პირზე, მათ ის დაუყონებლივ რენტგენზე მიჰყავთ. ისეც ხდება, რომ მათ შემთხვევებში რენტგენი ვერაფერს აჩვენებს, ვინაიდან ისინი სამკაულებს დროულად ყრიან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზოგის შემთხვევაში ხშირად ოქრო შიგნიდან ჩანს, დამნაშავე პოლიციისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას კვლავ ურცხვად აგრძელებს.


image


მუცლის ღრუს ოპერაციის ღირებულება 500 დოლარიდან იწყება, რომელიც შეიძლება რამდენჯერმეც კი აღემატებოდეს არც იმდენად ძვირადღირებული სამკაულის ფასს, და ვინ გადაიხდის ამხელა თანხას? სახელმწიფო? გრძელი ნივთის ამოღება კი ღებინებისა და კუჭის ამორეცხვის გზით უკიდურესად რთულია. ქურდს მტკიცებულებების გარეშე ციხეში დიდხანს ვერ დატოვებ, ამიტომ პოლიციელები ბაზარში მიდიან, სადაც დიდი რაოდენობით ბანანს იძენენ. პოლიციელები პატიმრის ყველა კვებას ბანანით ცვლიან. ისინი მათ რაც შეიძლება მეტი ხილის შეჭმას თუნდაც ძალის გამოყენებით აიძულებენ. ასე მაგალითად, ერთმა 25 წლის დამნაშავემ 24 საათში 48 ბანანიც კი შეჭამა!


image


გამომდინარე იქიდან, რომ ბანანი ადვილად ასათვისებელია, მისი საშუალებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლა საკვების მოუნელებელი ნარჩენებისგან მარტივად ხდება, რის შემდეგაც სამართალდამცველები კრიმინალს აიძულებენ მოპარული საქონელი საკუთარი ხელით გარეცხოს და პოლიციას უკან დაუბრუნოს, და ეს ყველაფერი 24 საათში - საქმე გახსნილია, დიდება ბანანს!


image


მართალია, ყველა მსხვერპლი ასეთი "გენიალური" ტექნიკით აღფრთოვანებული არ არის, მით უმეტეს როცა იგებს თუ საიდან იქნა მათი სამკაულები გამოსული, ამიტომ ისინი თავიანთ ძვირფასეულობას დეზინფექციას უტარებენ და შემდეგ სხვა მფლობელზე ჰყიდიან, ან იმავე ლომბარდში აბრუნებენ, საიდაც დამნაშავემ გაიტანა. აი, ასეთი "რთული გზით" და 48 ბანანის დახმარებით სამკაულები კვლავ მეორადი მაღაზიების დახლებზე ხვდება.







0
594
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
594