x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ცივი ყავის მომზადების 10 მაგარი მეთოდი
image

გსურთ მიირთვათ გამაგრილებელი და გამამხნევებელი სასმელი დიდი ძალისხმევის და დროის დაკარგვის გარეშე? გთავაზობთ ცივი ყავის მომზადების 10 მაგარ მეთოდს, რომელიც ნამდვილად გაჩუქებთ ენერგიას ცხელ დღეებში.



1. პიტნა-შოკოლადის ყავა

image

300-350 მლ ახალმომზადებული ყავა


30-50 გ შავი შოკოლადი

2-4 ს/კ პიტნის სიროფი ან ლიქიორი

100 გ ნაღების ნაყინი

ყინული



ყავა მოხარშეთ. ცხელ ყავაში შოკოლადი გაადნეთ. ცოტა შეაგრილეთ, დაუმატეთ ნახევარი ნაყინი, პიტნის სიროფი ან ლიქიორი, ყინულის რამდენიმე კუბი და დააბლენდერეთ. სუფრაზე გატანისას დაქუცმაცებული ყინული მოაყარეთ, დარჩენილი ნაყინი დაუმატეთ, პიტნით და გახეხილი შოკოლადით გააფორმეთ.



2. ყავის სმუზი

image

250 მლ ახალმომზადებული და გაცივებული ყავა ესპრესო

პატარა ბანანი

250 მლ უცხიმო იოგურტი

¼ ჩ/კ დარიჩინი

½ ს/კ კაკაოს ფხვნილი



ბანანი დაჭყლიტეთ, იოგურტი დაუმატეთ და ათქვიფეთ. ახალმომზადებული ყავა დაუმატეთ და დააბლენდერეთ. კაკაო და დარიჩინი გემოვნებით დაუმატეთ.



3. რძე ყავის ყინულით

image

5 ჩ/კ ხსნადი ყავა

5 ჩ/კ შაქარი

მწიკვი ვანილი

250 მლ მდუღარე წყალი

250 მლ რძე



ყავას და შაქარს მდუღარე წყალი დაასხით და აურიეთ. ცოტა შეაგრილეთ, ვანილი დაუმატეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით. საყინულეში მოათავსეთ. ყავის ყინულები ჭიქაში მოათავსეთ, ცივი რძე დაასხით. 10-15 წუთი მაცივარში შეინახეთ, რომ ყინული ოდნავ გადნეს და რძეს აურიეთ.



4. ლავანდის ცივი რაფყავა

image

100 მლ 11%-იანი ნაღები

1, 5 ჩ/კ დაფქული ყავა

100 მლ წყალი

1 ჩ/კ შაქარი

0, 5 ჩ/კ ლავანდის ხმელი ყვავილები

დატეხილი ყინული



ყავას დაასხით ცივი წყალი, ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. შაქარი და ლავანდა ყავის საფქვავში აურიეთ და ნარევი ყავას დაუმატეთ და აურიეთ. ნაღები ჩაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. აქაფებამდე ათქვიფეთ. დატეხილი ყინული დაუმატეთ. ლავანდის გამხმარი ყვავილებით მორთეთ.



5. ყავის რძიანი კოქტეილი

image

1 ჭიქა ყავა ყინულით

1 ჭიქა რძე

2 ჭიქა ყავის ნაყინი

1 ჭიქა ვანილის ნაყინი

1-2 ფუნჩულა

ყინულის 4 კუბი

დარიჩინი, შაქარი გემოვნებით



ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. სუფრაზე გატანამდე ჭიქის პირი წყლით დაასველეთ და დარიჩინის და შაქრის ნარევი მოაყარეთ. ყავის კოქტეილი ფრთხილად ჩაასხით.



6. იამაიკური ცივი ყავა

image

30 გ მუქი რომი

30 გ ყავის ლიქიორი

3 ს/კ ათქვეფილი ნაღები

120 გ შავი ყავა

ყინული და პიტნის ფოთლები გასაფორმებლად



ლიქიორი, ყავა, რომი და ათქვეფილი ნაღები აურიეთ. ყინულით სავსე მაღალ ჭიქაში ჩაასხით და პიტნით გააფორმეთ.



7. ცივი კაპუჩინო

image

1 ჭიქა რძე

1 ს/კ შოკოლადის სიროფი

1 ჩ/კ ხსნადი ყავა (ფხვნილი)

ყინულის 2 კუბი

შაქარი

დარიჩინი



რძე, შოკოლადის სიროფი, ყავა და ყინული დააბლენდერეთ. ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შაქარი გემოვნებით დაუმატეთ. სასმელი ჭიქაში ჩაასხით, დარიჩინით გააფორმეთ. მაშინვე სუფრაზე გაიტანეთ.



8. ტაილანდური ცივი ყავა

image

4 ჭიქა მოხარშული ძლიერი ყავა

2 ჭიქა ნაღები

¾ ჭიქა შესქელებული რძე

3 ს/კ შაქარი

2 ჩ/კ დაფქული ილი

¼ ჩ/კ წვრილად დაფქული ნუში

ყინული დაქუცმაცებული ან პატარა კუბები



ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით, ნაღები ჩაასხით, შაქარი და ილი დაუმატეთ. დაელოდეთ, სანამ ნაღები ადუღებას დაიწყებს და მაშინვე ცეცხლიდან გადმოდგით. თავსახური დაახურეთ და 15 წუთი გააჩერეთ. დაფქული ნუში დაუმატეთ. სუფრაზე გატანამდე 4 ჭიქა ყინულით აავსეთ. არომატული ნაღები თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან ყავა დაასხით.



9. ცივი ყავა ფორთოხლით

image

2 ფორთოხლის ახალდაწურული წვენი

2 ფორთოხლის ცედრა

1 ჭიქა წყალი

1 ჭიქა შაქარი

4 ჭიქა ცივი ყავა (6 ჩ/კ ხსნადი ყავა 4 ჭიქა წყალზე)



ქვაბში წყალი, შაქარი, ფორთოხლის ცედრის ნაჭრები მოათავსეთ. 5 წუთი ადუღეთ. ცედრა ამოიღეთ და სიროფი გააგრილეთ. ფორთოხლის წვენი, ყავა და მიღებული სიროფი აურიეთ. მაღალ ჭიქებში ჩაასხით, ზემოდან დაქუცმაცებული ყინული მოაყარეთ. ფორთოხლის ნაჭრებით გააფორმეთ.



10. ცივი ყავა-ჩაი

image

3 სახეობის შავი ჩაი (თითო ½ ჩ/კ)

შავი ყავა ფილტრისთვის

1 ქილა კონცენტრირებული რძე

შაქარი გემოვნებით

ყინული გასაფორმებლად



ჩაი მოადუღეთ. პატარა ქვაბში ½ ლიტრი წყალი ჩაასხით. 3 სახეობის ჩაი ჩაყარეთ და 5 წუთი ადუღეთ. პარალელურად ყავა მოხარშეთ. ჩაი გადაწურეთ, შაქარი გემოვნებით და რძე დაუმატეთ. ჩაის სიძლიერე წყლის დამატებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ. ჭიქაში ჩაასხით რძიანი ჩაი (7 წილი), ზემოდან ყავა (3 წილი), ბოლოს ყინული.

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
203