x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს გაახმოვანებენ" - რა ინფორმაციას ასაჯაროებს ლელა კაკულია

image


ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ წარმოთქმული რამდენიმე წლის წინანდელი წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:




"მეგობრებო,



ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გაზსადენ „ციმბირის ძალა-2-ის“ მშენებლობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამის თაობაზე Financial Times წერს სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც წყაროებმა აღნიშნეს, შეუთანხმებლობის გამო გაზსადენის მშნებლობა შეჩერდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ პეკინმა მოსკოვს ამ გაზსადენით აირის დაბალ, ანუ შიდა რუსული ფასებით მიყიდვა მოსთხოვა, რაც მოსკოვმა „არაგონივრულად" მიიჩნია.

ამასთან საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ პეკინს იმ 50 მლრდ კუბური მეტრი გაზიდან, რომელიც „ციმბირის ძალით“ გაივლის, მხოლოდ მცირე ნაწილის შესყიდვა სურს და არა იმდენისა, რამდენიც თავდაპირველად ივარაუდებოდა.

მოკლედ, დასტურდება ქალბატონ ლელა კაკულიას მრავალი წლის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები არც ისე ტკბილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

აქ მხოლოდ ორიოდე წინასწარმეტყველებას და კიდევ 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოს შეგახსენებთ.

✅1994 წელი, 21 აპრილი

რუსეთი შეეცდება ჩინეთთან კონტაქტების დამყარებას, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

<...> რუსეთის მთავრობა შეეცდება სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებას ჩინეთთან, მაგრამ უარს მიიღებს.

<...> ჩინეთი ზურგს შეაქცევს რუსეთს.

✅ 2008 წელი, 13 ივლისი

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები კი არ ფართოვდება, როგორც ეს გამოჩნდება ხალხის თვალში, არამედ უფრო შორდება და იძაბება.

✅2009 წელი, 8 ივნისი

ძალიან აერევა რუსეთს ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთი არ დაუთმობს რუსეთს – მასთან ურთიერთობების გაწყვეტაც არ ადარდებს. პირიქით, ჩინელებს ამით ხელ-ფეხი ეხსნებათ და ძალიან მნიშვნელოვან, სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს გაახმოვანებენ.

✅2009 წელი, 2 აგვისტო

მომავალში, ვხედავ, ჩინეთი რუსეთს დაუპირისპირდება. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის დიდი თამაშის ერთი ნაწილი, რომელსაც ამერიკა მოუწყობს რუსეთს. აი ეს კი ნამდვილი კატასტროფაა რუსეთისთვის.

✅2009 წელი, 10 ოქტომბერი

მომავალში რუსეთსა და ჩინეთს შორის დიდი პოლიტიკური ომი ატყდება. იმ პირობებს, რომელთაც რუსეთი ჩინეთს უყენებს, ჩინეთი არცერთ შემთხვევაში არ შეასრულებს.

✅2009 წელი, 30 დეკემბერი

საქმე იქამდე მივა მოულოდნელად, რომ რუსეთ-ჩინეთს შორის ლამის დაირღვეს დიპლომატიური ურთიერთობები.

✅2012 წელი, 18 თებერვალი

უთანხმოება რუსეთს ჩინეთთანაც მოუვა. მათი მომხრე ჩინეთი ორმაგ თამაშს იწყებს − ვხედავ, აღარ აწყობთ რუსეთის პარტნიორობა.

✅2014 წელი, 29 აპრილი

ჩინეთი არცერთ შემთხვევაში არ გაატარებს რუსულ პოლიტიკას. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. მომავალში ჩინეთი რუსეთთან ყველა ურთიერთობაზე უარს იტყვის.

✅2014 წელი, 19 მაისი

ჩინეთის მთავრობა კარგად ხედავს რუსეთის უსუსურობას დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში და იწყებს თამაშს − ორმაგ თამაშს, რათა სამაგიეროდ რუსეთს მოსთხოვოს ყველაფერი, რაც მოესურვება.

<...> ჩინეთი რუსეთთან არანაირ გარიგებაზე არ წავა, რაც რუსეთს ძალიან გააღიზიანებს, განსაკუთრებით, ენერგორესურსების ხაზით. გაზს რუსეთი თუ აჩუქებს, თორემ იმ ფასებზე, რაზეც გარიგება სურს ჩინეთს, სასაცილოა.

✅2014 წელი, 26 ნოემბერი

რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არის ბლეფი. ეს ღიად გამოჩნდება."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.


ზემოაღნიშნული ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით მითითებულ ლინკს:


https://www.facebook.com/ProphetLelaKakulia/videos/1716498542218591



0
419
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
419