x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რომ მეთქვა, "დინამომ" რომ "არარატს" მოუგო, მაშინ დავწერე "დინამო, დინამო" - მეთქი, შეიძლება მეშვიდე სართულიდან გადმოვეგდე" - ვაჟა აზარაშვილი
image

13 ივლისს, დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდებოდა - კომპოზიტორის, სიმღერების ავტორს და პედაგოგს ვაჟა აზარაშვილს, რომლის შემოქმედებაც ჟანრობრივად მრალფეროვანი გახლდათ - სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო....


რადგან ეს დღეები ფეხბურთის თემა ყველაზე აქტუალურია, დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთი მისი ცნობილი სიმღერის "დინამო, დინამო"-ს შექმნის ისტორიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრას" მოუთხრო:


- ფეხბურთი ჩემი ჰობია. დღემდე უამრავ სპორტულ ჟურნალ-გაზეთს ვინახავ. მახსოვს, 1946 წელს როგორ წააგო ფინალური მატჩი თბილისის "დინამომ" მოსკოვის "სპარტაკთან". ბავშვებმა გულიანად ვიტირეთ.



მხოლოდ მეექვსე ცდაზე, 1976 წლის 3 სექტემბერს, მოვუგეთ ერევნის "არარატს" ანგარიშით 3:0 და პირველად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის თასი. ამ მატჩს მეზობელთან ვუყურე, რადგან მას ფერადი ტელევიზორი ჰქონდა. ისეთი გახარებული ვიყავი, იმ ღამეს რა დამაძინებდა?! ჰოდა, გამთენიისას სამზარეულოში შევიკეტე და დავწერე მელოდია. დილას მორის ფოცხიშვილმა სიტყვები დაწერა ამ მელოდიაზე. ასე დაიბადა "დინამო", "დინამო". მიხარია, რომ ამ სიმღერამ ქართულ ფეხბურთს გზა დაულოცა. ამის შემდეგ "დინამოელები" საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გახდნენ და თასიც მეორედ მოიპოვეს. პიკი 1981 წლის 13 მაისი იყო, როცა "დინამომ" დიუსელდორფში ევროპის თასი მოიგო. მეც დიუსელფორფის სტადიონზე ვადევნებდი ამ გამარჯვებას თვალს.


გავიდა დრო... მოგეხსენებათ, კომპოზიტორი არამ ხაჩატრიანი თბილისელი იყო. მის 100 წლისთავზე დაგვპატიჟეს ერევანში. დიდებულად შეგვხვდნენ. ბოლოს წაგვიყვანეს, "რაზდანის" სტადიონის მოპირდაპირედ, რესტორანში, რომელიც მე-7 სართულზე იყო. ფანჯრები სტადიონს გაჰყურებდა. სუფრაზე დაიწყეს, ამ სტადიონზე პირველი თამაში თბილისის "დინამოსთან" შედგა, რომელზეც გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაგვიტანაო. ვუთხარი, ის ჩემი მეგობარია-მეთქი. მასპინძელი უხერხულად შეიშმუშნა და განაგრძო - ჩვენ გვახსოვს 5 ბურთი, რომელიც დათუნაშვილმა გაგვიტანაო. დავუკონკრეტე - ერთ ტაიმში-მეთქი და დავძინე, დათუნაშვილიც ჩემი მეგობარია-მეთქი. ისიც რომ მეთქვა, "დინამომ" რომ "არარატს" მოუგო, მაშინ დავწერე "დინამო, დინამო"-მეთქი, შეიძლება მეშვიდე სართულიდან გადმოვეგდე...


ბაქოში ვარ მუსიკალურ ყრილობაზე. ის პერიოდია, გახურებული კონფლიქტია აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის. ჩემი რთული ფილოსოფიური ნაწარმოებების შემდეგ "დინამო", "დინამო" მოვასმენინე... ვუთხარი, ეს მაშინ დავწერე, როცა "დინამომ" 3:0 მოუგო "არარატს"-მეთქი... იმ ვიზიტის დროს პირველი კაცი ვიყავი მთელ ბაქოში. ეს - ხუმრობით, თორემ მე სომხებიც ძალიან მიყვარს და აზერბაიჯანელებიც.


"უმადური არ ვარ..."


0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0