x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა კილერს საყვარლის ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობის სანაცვლოდ ინტიმური კავშირი შესთავაზა
image

აშშ-ში ჩინელმა ქალმა კილერს საყვარლის ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობის სანაცვლოდ სექსი შესთავაზა.




შეერთებულ შტატებში დააკავეს ქალი, რომელსაც საყვარლის ცოლისა და ქალიშვილის მკვლელობისთვის კილერს თანხის ნაცვლად სექსით გადახდა შესთავაზა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.


ორშაბათს, 8 ივლისს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონის პროკურატურამ მოითხოვა 42 წლის ჩინელი ქალის იუ ჩჟოუს დაპატიმრება, რომელიც მრავალი წელია ამერიკაში ცხოვრობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2019 წლიდან მან ორჯერ მაინც სცადა მოეშორებინა იმ მამაკაცის ცოლი და ქალიშვილი, რომელზეც შეყვარებული იყო.



2019 წლის გაზაფხულზე ჩჟოუმ ინტერნეტში იპოვა ვებგვერდი, სადაც თითქოსდა კილერების მომსახურებით შეგეძლოთ გესარგებლათ.ჩჟოუმ ხუთი ათასი დოლარი გადარიცხა ქალისა და გოგონას მოკვლისათვის, თუმცა მალე გაირკვა, რომ საიტი თაღლითების შექმნილი იყო. შედეგად, ჩჟოუმ დაკარგა ფული. მიუხედავად ამისა, მან თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო.


პროკურატურის ინფორმაციით, იო ჩჟოუ საყვარელთან ურთიერთობას ძალიან სერიოზულად უყურებდა. მას "სურდა მასზე დაქორწინება და შვილების გაჩენა". ჩინელი ქალი გამუდმებით ემუქრებოდა საყვარლის ცოლს, ჰპირდებოდა, რომ " ნაწილებად აკუწავდა" და ასევე წერდა, რომ უთვალთალებდა მას.


2021 წელს ჩჟოუ დაუკავშირდა საყვარლის ცოლის მეზობელს და შესთავაზა 10000 დოლარი მისი და მისი ქალიშვილის მოსაკლავად. ფულის გარდა, ჩინელი ქალი პოტენციურ მკვლელს გარკვეულ „სექსუალურ უპირატესობებს“ დაჰპირდა.


გამომძიებლებმა არ გაამჟღავნეს ზუსტად როგორ შეიტყვეს ჩჟოუს გეგმების შესახებ. ქალი 5 ივნისს დააკავეს ვირჯინიაში, სადაც ის არალეგალურ სპა- ცენტრში მუშაობდა, რომელიც სექსუალურ მომსახურეობას უწევდა კლინტებს.3 ივლისს იგი ნიუ-იორკში გადაიყვანეს.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0