x
image
მატასი
ახალგაზრდების დიდი პრობლემა საქართველოში

image



















საქართველოში ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ახალგაზრდების დამოუკიდებლად ცხოვრება დიდ პრობლემას წარმოადგენს და უამრავ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. ქართველი ახალგაზრდების, ვგულისხმობ 18 წლის ზევით ადამიანებს, ძალიან მცირე ნაწილი თუ ახერხებს დამოუკიდებლად ცხოვრებას.

ძირითადი პრობლემები და წინააღმდეგობები ამ შემთხვევაში საზოგადოების ჩამორჩენილ აზრს და ქვეყნის ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება. ევროპაში თინეიჯერების დამოუკიდებლობა ჩვეულებრივი ამბავია, ისინი თვითონ აგვარებენ საკუთარ პრობლემებს, მუშაობენ, ირჩენენ თავს საკუთარი შემოსავალით და ცხოვრობენ ისე როგორც უნდათ. აი საქართველოში კი ბავშვებს თავიდანვე არ აჩვევენ დამოუკიდებლობას, 20-25 წლის ასაკის შვილებსაც კი ბავშვებივით ექცევიან, თავად არჩენენ და ყველაფერს უკეთებენ მშობლები. ცალკე ცხოვრების ხსენებაზე კი მათ უმეტესობას კატასტროფული რეაქცია ექნება. ამ ყველაფრის ფონზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სხვაზე დამოკიდებულებას, სიზარმაცეს ეჩვევა და არც აქვს სურვილი თვითონ გაუმკლავდეს ცხოვრებას. ცალკე ცხოვრება შეიძლება მართლაც რთულია თავიდან, მაგრამ, თუ ამას მტკიცედ გადაწყვეტ და მოინდომებ სამსახურსაც იშოვი და თუნდაც გაჭირვებით, მაგრამ დამოუკიდებლად იცხოვრებ.

მარტო ცხოვრება კი ბევრად უფრო აძლიერებს ადამიანს და სძენს ცხოვრებისეულ უნარებს, ამასთანავე გაცილებით პროდუქტიულს ხდის მას. ამიტომ მოვუწოდებ მშობლებსაც და შვილებსაც ხელი შეუწყონ პიროვნების დამოუკიდებლობას.

0
816
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0