პოეზია "შოფერი", "მატორი", "პაკრიშკა", "ლიჟები". - საბა და ილია - "იმენა" გიჟები-ნიკო გომელაური 12 ივლისი, 11:44
დღეს 12 ივლისს დაბადებიდან 54 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მსახიობს და პოეტს, ნიკო გომელაურს.შეგახსენებთ, იგი გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს 39 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი.
*** ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია… აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი… აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ გესევა მათხოვრების არმია, აქ სიყალბე უმთავრესი შარმია, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”… აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები… ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა." *** იუდა როგორი იყო აბა რა ვიცი, ასე ამბობენ ჰქონდა წვერები, 2000 წელი განვიცდი, ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი . როგორ აკოცა უფალს ლოყაზე? ცოტათი მაინც მორიდებოდა, მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა . არადა კოცნის, არადა ყიდის, იცის მოკლავენ, განა შტერია, ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის, თავის სიმცირეს ვერ მოერია . ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის არ გაიგუდა
*** “საროჩკა", "ნასკი" .. “საროჩკა", "ნასკი", "კრაოტი", "პოლი" - მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი. "კუხნა", "ბალკონი", "ზალა", "პადვალი" - მითხარით ენა ამის ბადალი. "პესოკი", "სუმკა", "ტუფლი", "იუბკა". "რომელი გოდა ხარ?" - "თხუთმეტი სუტკა" "მოვპარე სპიჩკა - მაქვს ეს პრივიჩკა" "ლამპოჩკა", "ჩაინიკი", "კრაოტი", "სტოლი" - ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი "შოფერი", "მატორი", "პაკრიშკა", "ლიჟები". - საბა და ილია - "იმენა" გიჟები. დღეს 12 ივლისს დაბადებიდან 52 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მსახიობს და პოეტს, ნიკო გომელაურს.შეგახსენებთ, იგი გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს 39 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი. არათავმდაბლური ლექსი მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე... დღეს 13 აპრილს 13 წელს გავიდა შესანიშნავი ქართველი მსახიობის და უფრო შესანიშნავი პოეტის, ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან.შეგახსენებთ, იგი 39 წლის ასაკში ფილტვის კიბომ იმსხვერპლა. *** მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი... 187 2-ს მოსწონს
|