საზოგადოება ქუჩის სტომატოლოგები ინდოეთში: სერვისი მამაცი და უპრეტენზიო ადამიანებისთვის 12 ივლისი, 11:59 შუა საუკუნეებში ადამიანები ზედმეტი ფიქრის გარეშე მიდიოდნენ მჭედელთან კბილის ამოსაღებად ან დალაქთან სისხლის გამოსაშვებად. თუ ფიქრობთ, რომ ამ დრომ ჩაიარა, უნდა გაეცნოთ ქუჩის სტომატოლოგიას ინდოეთში. ხელნაკეთი, ხშირად საზეინკლო ხელსაწყოების გამოყენებით, ინდოეთის სუბკონტინენტის „კბილის ექიმები“ უზრუნველყოფენ მომსახურების ფართო სპექტრს ძალიან მოკრძალებულ ფასად.
გასაკვირია, რომ ინდოეთში სტომატოლოგების ნაკლებობა არ არის. ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სპეციალისტი მუშაობს, რაც საკმარისზე მეტია, თუნდაც უზარმაზარი მოსახლეობის გათვალისწინებით. თუმცა კლინიკების და კერძო კაბინეტების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ, ამიტომ ქუჩის სტომატოლოგები უსაქმოდ არასდროს სხედან. კლინიკაში ხიდის დაყენება მინიმუმ 10 ათასი რუპია ღირს. ქუჩის ექიმები იმავე საქმეს მხოლოდ 125 რუპიად ასრულებენ. სასაცილო ფასების მიუხედავად, ქუჩის სტომატოლოგები სიღარიბეში არ ცხოვრობენ. თითქმის ყველა დიდ ფულს შოულობს. ქუჩის კარგი სპეციალისტის ხელში ყოველდღიურად ათობით პაციენტი გადის. ამ ადამიანების უმეტესობას სამედიცინო განათლება არ აქვთ. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც ოდესღაც სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობდა და გარკვეული წარმოდგენა აქვს სამუშაოზე. ოდესღაც ეს ხალხი მხოლოდ კბილის ამოღებით იყო დაკავებული. ახლა, როცა კონკურენცია გაიზარდა, შეუძლიათ დაბჟენვა, გვირგვინის და ხიდის დაყენება, ასევე პროთეზის დამზადება. ბინძური, სწრაფი და იაფი ტურისტები შოკირებული არიან ქუჩის სტომატოლოგიით. ყველაფერი ხდება საშინელ ანტისანიტარიულ პირობებში. ინსტრუმენტები და პროთეზები მიწაზე გაფენილ გადასაფარებელზე დევს. ინსტრუმენტებს შორის შეიძლება შეგხვდეთ ნებისმიერი რამ, მათ შორის გაზკბილა. ქუჩის ყველა სტომატოლოგს აუცილებლად ქლიბების ნაკრები. მათ იყენებენ კბილების უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში მოსათავსებლად. ხელსაწყოების დეზინფექცია ხდება ტურისტულ გაზქურაზე მოთავსებულ მდუღარე წყლით სავსე ტაშტში. ქუჩის სტომატოლოგი ხელებს ანტისეპტიკით ან იაფფასიანი ადგილობრივი რომით იბანს. ამავე ალკოჰოლურ სასმელს ანესთეზიის სახით იყენებენ. კბილის ამოღებამდე ან სხვა მტკივნეული მანიპულაციის დაწყებამდე, პაციენტს ჭიქა სასმელს სთავაზობენ. ვინაიდან პაციენტები უმეტესად მამაკაცები არიან, არავინ ჩივის. მსგავსი მზრუნველობის მიუხედავად, პაციენტები ტკივილისგან გონებას ხშირად კარგავენ. ყველა მოქმედება გამვლელების თვალწინ ხდება, სწრაფი კვების, ფეხსაცმლის და ველოსიპედის შეკეთების პუნქტების გვერდით. ინდოეთში ძალიან განვითარებულია სოციალიზაცია, ამიტომ ოსტატის გარშემო ყოველთვის ბევრი დამთვალიერებელია. ისინი ინტერესით აკვირდებიან პროცესს, კლიენტს თანაუგრძნობენ და სტომატოლოგს რჩევებს აძლევენ. სპეციალისტებიც ჩუმად არ არიან - პაციენტებს და შეკრებილ ხალხს მუდმივად ართობენ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ. ასევე დაგაინტერესებთ: პორტუგალიელი სტომატოლოგის 15 ნამუშევარი, რომელიც თავისი ოსტატობით მთლიანად ცვლის პაციენტის გარეგნობას იცით, რა მოხდება, თუ შეწყვეტთ კბილების გახეხვას? როგორ გავაყუჩოთ კბილის ტკივილი დროებით იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე? „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“ 195 1-ს მოსწონს |