პროფილაქტიკა რა პრობლემების მოგვარება შეუძლია მხოლოდ ორ ბანანს? 24 ივლისი, 14:42 ჩვენი გიწვევთ პატარა ექსპერიმენტის ჩასატარებლად: დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, მიირთვით დღეში 2 ბანანი, მაგალითად, საუზმესა და ლანჩს შორის შუალედში. სასიამოვნოდ გაგაოცებთ გარეგნობისა და კეთილდღეობის შემდგომი ცვლილებები! რა მოხდება?
რა პრობლემების მოგვარება შეუძლია მხოლოდ ორ ბანანს?1. დეპრესია. ბანანი მდიდარია ტრიპტოფანით, რომელიც გეხმარებათ მოდუნებაში და ხელს უწყობს ემოციურ კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ემოციური ფონის დაცემის ან დროებითი პრობლემების დროს, ბანანი უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ორცხობილა ან ნამცხვარი. 2. გასტრიტი და გულძმარვა. ეს ტკბილი ხილი იდეალურია გასტრიტის დროს და გულძმარვისას. კუჭის კედლებისთვის დამცავ ფუნქციას ასრულებს. 3. სისხლის წნევა. ბანანი იდეალურია სისხლის წნევის დასარეგულირებლად მასში შემავალი კალიუმის გამო და ასევე ამავე მიზეზით, ხელს უწყობს გულის სწორ მუსაობას. 4. ტვინის მუშაობა. ექიმები რეკომენდაციას უწევენ ბანანის ჩართვას რაციონში გონებრივი შრომით დაკავებულ ყველა ადამიანს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს: ხილი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და ხსნის შფოთვის სიმპტომებს, რაც ხშირად ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. 5. საჭმლის მომნელებელი სისტემა. ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, ბანანი ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და მისი მუშაობის სტაბილურობას. რა თქმა უნდა, თუ ბანანს მიირთმევთ რეგულარულად. 6. სექსუალური სტიმულატორი. ბანანი შესანიშნავი აფროდიზიაკია. ვიტამინი B6, რომლითაც მდიდარია ეს ტკბილი ხილი, ისევე როგორც კალიუმი და მაგნიუმი, ძალზე მნიშვნელოვანია სექსუალური ლტოლვისთვის პასუხისმგებელი ჰორმონების ფორმირებისთვის. ბანანი გეხმარებათ თავი ბედნიერად იგრძნოთ და დაისვენოთ. სასარგებლოა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის! 7. გახდომა. 100 გრამიანი ბანანი შეიცავს დაახლოებით 90 კალორიას. თუ საუზმეს ბანანით ჩაანაცვლებთ ან შვრიის ფაფასთან ერთად მიირთმევთ, შეიძლება დიდხანს იყოთ დანაყრებული და მიღებული ნახშირწყლები არ იქნება საზიანო თქვენი ფიგურისთვის. ასევე, ბანანი შესანიშნავია ვარჯიშის შემდეგ. 819 3-ს მოსწონს
|