x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ასეთი მხოლოდ ხუთია – "მარად ახალგაზრდა" ზოდიაქოს ნიშნები

მარადიული ახალგაზრდობის წამლის არსებობა, ტველას ზღაპრული მითი ჰგონია — თუმცა, მაგ., რიზ უიზერსპუნს (48 წლის), ჯერედ ლეტოს (52 წლის), პერის ჰილტონის (43 წლის) და ზოგიერთ, სხვა ვარსკვლავს თუ შევხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათ ამ წამლის რეცეპტი ნამდვილად იციან!


image


ELLE–ის გერმანელი ასტროლოგი ამ ფენომენისთვის ახსნის მოძებნას შეეცადა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მოვლენის მთავარი მიზეზი, ზოდიაქოს ნიშნების ხასიათში იმალება, რომელიც მათი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით და მსოფლმხედველობით არის განპირობებული.


ვერძი


რიზ უიზერსპუნი, რომელიც მაგალითად მოვიყვანეთ, ზოდიაქოს მიხედვით, ვერძია — ეს კი, სწორედ ის ნიშანია, რომელიც ასტროლოგებს პირველად მოსდით თავში, როდესაც საუბარი მარადიულ ახალგაზრდობას ეხება. ზოგადად, ზოდიაქოს ნიშნის ცეცხლოვანი წარმომადგენლები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებენ შინაგან ბავშვს და ცხოვრებაში ბევრ რამეს მოდუნებულად და თვითდაჯერებით უყურებენ. ბედის ნებისმიერ გამოწვევას კი, ვერძები სიამოვნებით პასუხობენ და ამიტომ, უფრო იშვიათად იტანჯებიან. ამ ნიშნის, დასახული მიზნისკენ სწრაფვის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.


ტყუპები


ტყუპებთან დაკავშირებით, უფრო სხვა ისტორიაა: მათთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამ ნიშნით დაბადებულები, თავს ერთნაირად კომფორტულად გრძნობენ ყველა დეკადაში. ისინი იმდენად მოძრავები და ქარიზმატულები არიან, რომ კომუნიკაციის და განსაკუთრებით, კამათის დროს, ოპონენტებზე ბევრად უფრო ახალგაზრდას შთაბეჭდილებას ტოვებენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.


ლომი


თუ შეიძლება, გამონათქვამის – baby face–ის (ბავშვის სახე) რომელიმე ზოდიაქოს ნიშანზე მიბმა, — ეს ლომია. ის თავისი ბუნებით, ყოველთვის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე რეალურად არის. ასტროლოგების მტკიცებით, ამის მიზეზი ორია: ერთის მხრივ, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მხიარულები და ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე დიდი ოპტიმისტები არიან. მეორეს მხრივ კი, — კანზე ზრუნვა მათთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ამ ფაქტების წყალობით, ლომი ხშირად, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის.


სასწორი


სასწორის მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო, ამ ნიშნის დახასიათებაში და სიმბოლოშია ჩადებული — ამ ადამიანებს ყველაფერში წონასწორობა უყვართ: ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ სულიერ კეთილდღეობას, დაბალანსებულ დიეტას და ჯანმრთელობას. ისინი იშვიათად ვარდებიან უკიდურეს სიტუაციებში და არასდროს უქმნიან საკუთარ თავს ზედმეტ რისკებს. ამიტომ, სტრესთან დაკავშირებული უამრავი ფაქტორი, მათი ცხოვრებიდან ავტომატურად გამოირიცხება.



მშვილდოსანი


შფოთი, ნერვიულობა და სტრესი — მშვილდოსნისთვის უცხო ცნებებია. საკუთარი ცხოვრებიდან უსიამოვნებების წაშლით და კონფლიქტური სიტუაციებისთვის თავის არიდებით, ისინი თავს, ნაოჭების ადრეული გაჩენისგან იცავენ. გერმანელი ასტროლოგის აზრით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს, სხვებთან შედარებით, ბევრად უფრო მსუბუქი დამოკიდებულება აქვთ ცხოვრებისადმი, — რაც თავისთავად, დადებითად აისახება მათ გარეგნობაზე.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სკამი ცარიელი არ იყო – მასზე ღმერთი იჯდა (იგავი)

* კარგია, რომ ძველ რომში არ ვცხოვრობთ... – კოჰაბიტაცია და დაპირისპირება 2 ბანაკს შორის

* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0