x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჯერ შეშფოთდნენ, მერე ახუნტრუცდნენ და აქეთ მოგვაკითხეს, ემანდ მართლა რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ არ გადაუხვიონო"

image

"თქვენი არ ვიცი და... მე ისეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოს ყველა მევალე ერთდროულად მოადგა და რაღაცას ითხოვს. აი, როგორც ფილმ “შერეკილებშია'' - ერთაოზ ბრეგვაძეს რო მიადგებიან, მამაშენ მიზანას ვალები ჰქონდა და დააბრუნეო!

გვაძლევდნენ, ეს ჩათლ@@ები, იმას ხომ ვერ ვიტყვით, არ გვაძლევდნენ, 30 წლის განმავლობაში არ გვიზოგავდნენ და ბუზს სპილოდ არ გვაჩვენებდნენო?



პრინციპში, ჩვენ რას გვაძლევდნენ, აქეთობას რიცხავდნენ, ნახევარზე მეტი ისევ იქეთობას მიჰქონდათ და რაც აქ რჩებოდა, თავიანთ ლეკვებს კვებავდნენ, რომლებიც ახლა უკვე ქოფაკებად იქცნენ.


ჰო, ეს ფაქტია, აქედან 80% სესხად გვეწერებოდა და ისევ ჩვენი გადასახდელია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ პროცენტიანი ვალები დღემდე ზურგზე გვაწევს და ახლა სანაცვლოდ რაღაც განსაკუთრებულს ითხოვენ?


ითხოვენ კი არა, გვემუქრებიან და ისეთი რამის გაკეთებას გვაიძულებენ, რაზეც ჩვენ არასდროს წავალთ!

რატომ არ წავალთ?

იმიტომ, რომ ეს იქნება სრული სიგიჟე. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ 1993-ში, 2008-ში და ახლაც ვუყურებთ უკრაინაში.


ეს არ მოხდება, მაგრამ თუ “ქართული ოცნება'' დამარცხდა, ჩათვალეთ, აქაც იგივე უბედურება დატრიალდება, რა უბედურებაც უკრაინაში ტრიალებს.


ვინც დღეს ე.წ. ოპოზიციას უჭერს მხარს, ის უჭერს მხარს ომსა და ამ ქვეყნის დასამარებას!


ესეც ფაქტია, ესეც ორჯერ ორი ოთხია!

აგერ, გუშინ გერმანელებიც მოგვადგნენ - ჩვენაო, წლების განმავლობაში რო გეხმარებოდით, აღარ დაგეხმარებითო.


ალბათ იოსება პაპა საფლავში ბრუნავს და თან ვერტიკალურ მდგომარეობაშია!


ისე, გამოგიტყდებით, მე რო მაგათ ადგილზე ვიყო, ეგრე რიხით არ დაველაპარაკებოდი არავის და მით უფრო ქართველებს.


ალბათ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.


იგივეს ვიტყვი აშშუელებზე. მართალია, მაგათ აქ ატომური ბომბი არ ჩამოუგდიათ, მაგრამ სადაც ჩამოაგდეს, კარგი იყო?


კაი, წარსულ ცოდვებს დავანებოთ თავი (რატომ უნდა დავანებოთ, მაგას ვერ ვხვდები, მაგრამ მაინც), დღევანდელზე ვილაპარაკოთ და ცოტა მკაცრად ვიკითხოთ: რა ფეხები უნდათ ჩვენგან?


ის უნდათ, რო 30 წლის განმავლობაში აქ 5-6 მილიარდი დაგახარჯეთ და ახლა ჩვენ დაკრულზე უნდა იცეკვოთო. არ იცეკვებთო? მაშინ დაისჯებითო, ჯერ კუთხეში დაგაყენებთო, მერე ცალ ფეხზე დაგაყენებთო, მერე სანქციებს დაგიწესებთო, მერე სახლებში გამოგკეტავთო, თუ არ გამოსწორდებით, დაგამხობთ და სისხლს განთხევინებთო.


და ეს ყველაფერი 5 მილიარდად, რომლის ნახევარზე მეტიც “ჩუმადნებით'' ისევ უკან წაიღეს და რაც აქ დატოვეს, ბოზ@ბისა და ჩათლ@@ების გამოკვებას მოახმარეს.

იცით, ესენი არ ელოდნენ, საქართველოს ხელისუფლება ასეთი კერკეტი კაკალი თუ გამოდგებოდა. მაგათი დავთრების თანახმად, როგორც კი თითს დაუქნევდნენ, ეგრევე გაიხსნებოდა კავკასიაში მეორე ფრონტი და მთავარსარდალი იქნებოდა ჩიტირეკია სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ჩიტირეკია სააკაშვილი დირექტივებს ძირითადად მიიღებდა მეორე ჩიტირეკიასგან - ვოლოდიმირ ზელენსკისგან.

დიახ!

ცეცხლის ალში უნდა გაეხვიოს მთელი სამხრეთი კავკასია და მერე ჩრდილოეთ კავკასიასაც უნდა მოედოს. ეს არის “უმფროსების'' გეგმა ვაშინგტონში და აქ ჩვენ ვბედავთ, შევეწინააღმდეგოთ.

ბოლოს და ბოლოს, როგორ ვბედავთ?

არ ვიცი, აი, ვბედავთ იმიტომ, რომ მაშინ საკუთარი ხელით მოგვიწევს სამარეების გათხრა და შიგ ჩაწოლა!

ერთი რამ ფაქტია!

ჩვენ აღარ ვართ ისეთი დაუძლურებულები, ერთაოზ ბრეგვაძესავით რო მოგვადგებიან და სახლს, ანუ ქვეყანას ფიცარ-ფიცარ დაგვიშლიან. ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ სახლის დაცვა და აქ ჩვენივე ინტერესების გატარება.


იიიი... ჩვენ რო 5 მილიარდი დაგახარჯეთ 30 წლის განმავლობაში, ეგ როგოაო?


ეშმაკმა რო სილა გაგაწნათ, მე რავი, როგოა? ვის დაახარჯეთ, რა დაახარჯეთ, სად დაახარჯეთ, რა ააშენეთ, რა გააკეთეთ, ვის გაუკეთეთ, სად არი, ვის ტრა@ში შეიტანეთ?


ამათ ჰგონიათ, თუ ქართულ ჯარს 30 მილიონს აღარ მისცემენ, მოსახლეობა ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას დაამხობს.


აგერ, დღეს გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ, ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით გაიზარდა და აქედან 100 მილიონი ჯარს მოხმარდებაო. 30-ის ნაცვლად თავდაცვის სამინისტრო 100-ს მიიღებს, არ გვინდა, კაცო, მაგათი პროცენტიანი სესხები, ხომ შეიძლება, ყველა ვალი გავისტუმროთ და ვალების გარეშე ვიცხოვროთ? რასაც პროცენტებში ვიხდით, იმას პენსიონერებს დავურიგებთ!

უკაცრავად, სიტყვა გამიგრძელდა, ახლავე მოვრჩები.

დღეს გამოაცხადეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკვე თბილისშიაო.

ჯერ შეშფოთდნენ, მერე ახუნტრუცდნენ და ახლა აქეთ მოგვაკითხეს, ემანდ მართლა რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ არ გადაუხვიონო.

მოკლედ, რაააა!

30 წელიწადია “გვემეგობრებიან'' და საერთოდ ვერ გაიგეს, ვინ ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. ეგეთი ყეყეჩი “მეგობრების'' მნახავი არ ვარ ცხოვრებაში.


ფაქტია, ამათ ისევ ერთაოზ ბრეგვაძე ვგონივართ და მოგვადგნენ, სახლი უნდა დაგიშალოთ ფიცარ-ფიცარო.

ჰმ... თქვენი ყველაყისამ!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


2
432
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
432
  
იმას რო თავი დავანებოთ რო ამერიკაც ვერაფერს იზავს,რადგან იმაზე უკეთეს ბატონობას ვერ გვთავაზობს,ვიდრე რუსეთი გვთავაზობს,პირიქით,რუსეთი უფრო უკეთესი პირობებით არის მომდგარი კარს. ტერიტორიებს არ გიბრუნებს,მარა უვიზო დაგიწესა,სავაჭროდ დადიან ქართველები იქეთ და მექსიკურ ციხეებში არ არიან დამწყვდეულები. უკეთესი პირობებია ხო? ტერიტორიაც წაგვართვეს,უფრო ჩვენი უტვინობით დროებით დავკარგეთ,თორე რა არავინ გვერჩოდა და თან ეგ ამბები დაიწყო აშშ პარპაშის პირობებში. 1993 წელს,რუსეთი იყო დაჩაჩანაკებული და მეთაურად ამერიკის ნომრიანი აგენტი ყავდათ,სულს ღაფავდნენ და არ ქონდათ იმის ტრ... რო კონფლიქტები წამოეწყოთ ან გაებედათ. თუ ჩვენი მეგობარი იყო ამერიკა,ერთის თითის დაქნევა იქნებოდა საკმარისი და რუსები ჩაიფსავდნენ,მარა ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ,ასე ხო ქვეყანა წინ წავიდოდა და რათ უნდოდა განვითარებული საქართველო.ხოდა ადგა და მწვანე აუნთო რუსეთს,შემოვიდა და მოგვყიდა იარაღი ორივე მხარეს,ამ ქართველ სირებს მეტი რა უნდოდათ,დასცხეს ერთმანეთს და დაანგრიეს ქვეყანა. ხო მართლა,ისიც ხო ფაქტია რო პუტინიც ეხვეწებოდა ამერიკას და ევროპას,ევროკავშირში მიგვიღეთო,მარა უარი უთხრეს. ისეთი სუსტი იყო რუსეთი რო ასე იქცეოდა და რატომ არ მიიღეს თქვენი აზრით? იმიტო ხო არა რო ბუა ყოლოდათ და ხალხები შეშინებინათ გუდიანი კაცის მოსვლით. ახლა გამომდგარან და ამბობენ,თურმე ამერიკა არის ანგელოზი,ხოლო რუსეთი სატანა. სინამდვილეში კი,ეს ორივე ერთი ძალაა და აყ.... მსოფლიოს,მათ შორის საქართველოსაც. იაპონელბს უთქვათ ავღანელებისთვის,თქვენ რას ბაქიბუქობთ,ჩვენ უფრო მეტი მადლი მივიღეთ ამერიკიდანო. ჩინეთი არის სახელმწიფო,ვისი ნდობაც შეიძლება და მალე გამოჩნდება ამის ნიშნები. ჩინელებს აქვთ ინტერესები და ამ ინტერესებს იკმაყოფლიებენ მხოლოდ ეკონოკიკური თვალსაზრისით,სულ კიდიათ შენი ტერიტორია და ბევრი რამე კიდევ. ამიტომაც,არც რუსეთს და არც ამერიკას არ სურს ჩინეთის გაძლიერება რეგიონში. აგერ ხო ნახეთ,აზიის განვითარების ბანკი შემოვიდა უკვე,რომელიც ჩინურია და ამბობენ,დაბალი პროცენტით გაიცემა სესხებიო. სანქციები კი არის დასავლეთიდან,თუმცა ჩინეთი აკომპენსირებს ამ ამბავს და კიდევ მეტ რესურს შემოიტანს. არ გვყოლია ამერიკა და ევროპა,მარა აქამდე მოვსულ
მერე რა გვჭირს ამ ქართველებს ასეთი უსაშველო,რაფერ ვერ გავსწორდით და გევიმართეთ წელში? რა გვჭირს და სრული უტვინობა,რისი და ვისი ბრალი უნდა იყოს ნეტა. მე ერთი ვიცი,როცა ადამიანს თხოვ იყოს ქვეყნის პატრიოტი და იბრძოლოს ამ ქვეყნისთვის,მინიმუმ იმაზე ცოტათი უკეთ უნდა ცხოვრობდეს დამოუკიდებელ ქვეყანაში,ვიდრე ოკუპირებულში. ხოდა ზედელა,ცხოვრობს ქართველი იმაზე უკეთ,ვიდრე სსრკს დროს ცხოვრობდა? მგონი არა და ეს რისი ბრალი უნდა იყოს? და როცა,ამერიკა გვესაუბრება იმაზე,თითქოს ჩვენი მეგობარია და რუსეთი არის ხიხია,ამიტომ ამერიკისკენ უნდა მივდიოდეთ და არა რუსეთისკენ,მინიმუმ იმაზე უკეთე რამეს უნდა გვთავაზობდეს და ჩვენც დავფიქრდებით. 6 მილიარდი 30 წელში დაგვეხმარნენ(საიდან მოიტანეს ეს ციფრი ან სად დაიხარჯა,მე არ ვიცი და კაპიკი არ მიმიღია),რა გამოდის რო წელიწადში 200 მილიონით გვაფინანსებდნენ და ამ 200 მილიონმა გაგვმართა წელში? არა კაცო,უფრო ნაკლები იყო,რადგან ომის მერე მიშას უფეშქაშეს მილიარდი მარტო,რომლის დიდი ნაწილის ნაცებმა ჩაიდეს ჯიბეში და ლტოლვილებს კარდონით აუშენეს სახლები. ეს რატომღაც ყველას დაავიწყდა და ახლა,ამ ფულს იყენებენ ძალაუფლების ხელში ჩააგდებად. ამიტომაც,ქოცები არ წავლიან იმაზე რო აქ მეორე ფრონტი გახსნან,რადგან არავინ იბრძოლებს და შეაკლავს თავს,მარტივი მიზეზია ამის,ეს ქვეყანა ვერ სთავაზობს იმაზე მეტს თავის მოქალაქეს,ვიდრე რუსეთი შესთავაზებს. თავისუფლების ძახილით კუჭს ვერ ამოავსებ და ბავშვებს ვერ გამოკვებავ. ან სად არის თავისუფლება,როცა ადამიანები უამრავი წესებით არიან შეზღუდულები და მამაპაპისეულ ქონებასაც ვერ ირეგისტრირებენ. სამაგიეროდ,უცხოელები უპრობლემოდ აკეთებენ ამას.
0 1 2