x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვიმეორებ, რაც მოხდება, მოგონება იქნება" - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია დაღესტანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს ნათელმხილველის სხვადასხვა წლებში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მეგობრებო,



ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღესტანში როსგვრადია შევიდა.

მანამდე ქალაქ დერბენტში ავტომატებით შეიარაღებული ბოევიკები თავს დაესხნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სინაგოგას, ასევე საგზაო პოლიციის განყოფილებას, ხოლო მახაჩყალაში ეკლესიას შეუტიეს.

არსებული ინფორმაციით, 23 ივნისის 22:00 საათის მდგომარეობით, მოკლულია მართლმადიდებელი მღვდელი, დაახლოებით ექვსი პოლიციელი, რამდენიმე ბოევიკი. დაჭრილია 12 ადამიანი.

ორივე ქალაქში ქუჩებში სროლა გრძელდება.

რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული.

და ამ კონტექსტში შეგახსენებთ რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც ქალბატონ ლელას სწორედ დაღესტანთან დაკავშირებით აქვს წარმოთქმული, ჩაწერილი და გამოქვეყნებული — როგორც საავტორო გაზეთის სხვადასხვა ნომრებში, ისე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ (სხვადასხვა წლების რედაქციები) წიგნში „ახალი სიტყვა“.



????1996 წელი, 8 ოქტომბერი

დაღესტანი! დაიმახსოვრეთ: ისინი ღრმა მუსლიმები არიან. მათ სურთ, რომ დაღესტანი დემოკრატიული რესპუბლიკა იყოს <...> მაგრამ არეულობებს მაინც ვერ აცდებიან − აქაც ომია.

ეს არის ნაყოფი რუსეთის უნიჭო პოლიტიკისა. კავკასია არასდროს ყოფილა რუსეთი და არც იქნება. ამინ! ამინ! ამინ!



????1996 წელი, 29 ნოემბერი

ახლა დიდი დარტყმა რუსეთს დაღესტნიდან — ვიმეორებ, დაღესტნიდან ელის!



????1996 წელი, 30 ნოემბერი

ისევ ვიმეორებ: დაღესატანი! რაც დაღესტანში მოხდება, იმასთან ჩეჩნეთი მოგონება იქნება. ჩეჩნეთში ომი თუ შეაჩერეს რუსებმა, დაღესტანში ვერ შეაჩერებენ; იქ უკვე ომი ბოლომდე იქნება.



????1996 წელი, 19 დეკემბერი

ვხედავ, დაღესტანი ცეცხლის ალში გაეხვევა. იქ ვხედავ ჩეჩენ „ბოევიკებს“. ახლა ისინი ერთიანდებიან, მათი წინამძღოლები ერთიან წრეს კრავენ. რუსეთმა შეცდომა არ უნდა დაუშვას, მაგრამ იგივეს გაიმეორებს, რაც ჩეჩნეთში მოიმოქმედა. ეს უკვე კატასტროფა იქნება, საშინელება!



????1997 წელი, 10 აგვისტო

დაღესტანში დიდი ცეცხლი მზადდება. ზუსტად ეს ცეცხლი დაწვავს რუსეთს. დაღესტანში დაიწყება უკმაყოფილებები, ტერორები, იქ რუსეთის პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს.

რუსეთი ფრთხილობს, რომ ის შეცდომები არ გაიმეოროს, რაც ჩეჩნეთში დაუშვა, მაგრამ არაფერი გამოუვა. თავდაპირველად ყველაფერს ჩეჩნებს გადააბრალებენ, რომ თითქოს დაღესტანში ომი ჩეჩნეთს აწყობს და ყველა ტერორი სწორედ იქიდან მოდის.

მომავალში იწყება მთავრობის ცვლა დაღესტანში. აქ რუსეთი ძალიან დაყურადდება. მოდის ისეთი ძალა, რომელიც რუსეთის პროგრამას არ შეასრულებს. ქვეყნის სათავეში მოდის, ესე იგი, დაღესტნის პრეზიდენტი იქნება ახალგაზრდა კაცი – დიდი მორწმუნე, ციხეშია ნამყოფი პოლიტიკურზე, მილიონერია, ზურგს უკან უდგას მუსლიმური სახელმწიფოს ძალა. ეს კი ისეთი ძალაა, რომ რუსეთი ვერც წარმოიდგენს, რა დღეს დააყრის ეს „მუჰამედი“ (ასე ვარქმევ). იგი თავს ყულფში არ გაყოფს, როგორც დუდაევი.

ამ კაცს თავისი რწმენა და ღმერთი ეხმარება. იგი, როგორც კი მოვა მთავრობაში, დაიწყებს კანონების ცვლას და რუსეთს, ასე ვთქვათ, უხეშად გადაუსვამს ხაზს. დაღესტნის ტერიტორიას აცხადებს დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რუსეთის ტერიტორიებს არ ცნობს ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. ვხედავ, როგორც კი დაღესტანი აღსდგება, ჩეჩნეთი, ინგუშეთი (ყაბარდო-ბალყარეთი?) ერთ დღეში გაერთიანდებიან და რუსეთს დაუპირისპირდებიან. აქ რუსეთს საქართველოს იმედი აქვს, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ისეთ ბალბას მოუხარშავს რუსეთს, რომ…



????1999 წელი, 30 სექტემბერი

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი ომს ვერ ჩააქრობს. ეს აბსურდია. მალე დაღესტანი აფეთქდება. დაღესტანს მიყვებიან ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ. და ა.შ. რუსეთს მოუწევს ბევრი რამის დათმობა კავკასიაში.



????2000 წელი, 14 ივლისი

ვხედავ, რუსეთი ვეღარ ჩაერევა საქართველოს პოლიტიკაში, საკუთარი თავი გაუჭირდება უკვე დაღესტნის სახით.

დაღესტანი ომისათვის ემზადება. Священная война! – მუსლიმები ერთიანდებიან.



???? 2001 წელი, 14 სექტემბერი

რუსეთის მცდელობა საქართველოს ისევ განადგურებისა ამაოა, არაფერი გამოუვა. ვიმეორებ: რუსეთს საკუთარი თავი გაუჭირდება მომავალში; მუსლიმები ისეთ დღეს დააყრიან, რომ მტრის კარს!

დაღესტანი: ათი წელია დაღესტანს ვწინასწარმეტყველებ. ეს ცეცხლი ძალზე საშიში იქნება რუსეთისთვის.



????2002 წელი, 31 იანვარი

ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ.



????2008 წელი, 20 აგვისტო

ვხედავ, როგორც 1992 წელს აღვნიშნე, როგორ იწვის ჩრდილოეთ კავკასია: ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, ყაბარდო და სხვანი; როგორ უტევენ ისინი ხმალამოღებულები რუსეთს საქართველოს მაგალითზე და თხოულობენ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. კრემლი კი აცხადებს, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისააო.



????2008 წელი, 30 აგვისტო

ვხედავ, რომ რუსეთი თვითონ დაიშლება, ომი და სისხლია რუსეთში, მთელი ჩრდილოეთ კავკასია იწვის. ასე დავინახე ოცი წლის წინ და დღეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ასრულდება. სულ დაღესტანს ვხედავდი ცეცხლმოკიდებულს და ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: რუსეთის აგრესია მათ საკუთარ ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

დიახ, რუსებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კავკასია მათი ტერიტორიია, მათი მიწებია. იქნება დიდი ომები და ეს ომები რუსეთს ხერხემალში გადატეხს. მუდმივი ძალა არ არსებობს დედამიწაზე, რუსებსაც გამოელევათ ძალები.



????2008 წელი, 26 ოქტომბერი

ვხედავ, რუსეთი ცდილობს, დამალოს ჩრდილოეთ კავკასიაში (ინგუშეთი, დაღესტანი, ჩეჩნეთი და სხვ.) არსებული დაძაბულობები, მაგრამ მათ მზაკვრულ გეგმებს ასრულება არ აწერია. რუსების ინტრიგები და მცდელობები, ჩააქრონ კავკასიაში ომის ცეცხლი, უშედეგოა. ხალხი აღსდგება აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთი ვერ დამალავს დაძაბულ სიტუაციებს. მათი ქმედება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მიმართ გაშიშვლდება და ვხედავ, მეორე დიდი სასამართლო ელის რუსეთს საქართველოს საქმის შემდეგ ჰააგაში იმის გამო, რასაც ისინი მოიმოქმედებენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებში.

ვხედავდი ადრეც და ახლაც ვხედავ: მუსლიმები ერთიანდებიან. ეს კი უდიდესი დარტყმაა რუსეთისთვის.





????2010 წელი, 18 ივლისი

არ წყნარდება და არც დაწყნარდება ჩრდილოეთ კავკასია, განსაკუთრებით კი დაღესტანი. ისინი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ და ამას არ დათმობენ.

ვხედავ, რუსეთი დაადანაშაულებს ამერიკას, რომ ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ და უხეშად ერევიან საქმეში. პასუხი კი ერთია, რომ მთელი მსოფლიო უნდა ჩაერიოს, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები — ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებია და თავისუფლებისთვის ბრძოლის სრული უფლება აქვთ. ანუ, არავის არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, არავის არ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, არავის არ სურს, რომ მათი სამშობლოს დედაქალაქი ისევ მოსკოვი იყოს.

მოკლედ, რუსეთი იარაღს აჟღარუნებს, მაგრამ ხმაური ხმაურად რჩება. ძალა, რათა თავიდან შექმნან საბჭოთა კავშირი, ვხედავ, არ გააჩნიათ!



????2012 წელი, 21 მარტი

ვხედავ, კრემლი ორად იყოფა. მთავრობა და მათი პოლიტიკა ჩიხში შედის. რუსი ხალხი აღშფოთებულია. მუსლიმები უპირისპირდებიან. ჩნდება რამდენიმე ჩეჩნეთი. ჩრდილოეთ კავკასია ცეცხლში იწვის, დაღესტანი კი რადიკალი მუსლიმანების ცენტრია.



????2012 წელი, 22 აპრილი

რუსეთი სუსტდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ბრძოლებში, სადაც დიდ ძალებს ხარჯავს. მხოლოდ დაღესტანი რად ღირს?! რაც იქ რეალურად ხდება, იმას არ ახმოვანებენ.

ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი, რადიკალი მუსლიმები იკიდებენ ფეხს ბოლომდე. ეს ძალიან საშიშია რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის.



????2013 წელი, 25 დეკემბერი

ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო–ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღეა და ა.შ. დღეს უკვე გაერთიანებულები არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, წინააღმდეგობას ვერ უწევს. ეს სიტუაცია იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის.



????2017 წელი, 26 აპრილი

დაღესტანი! აი, რომელია ყველაზე საშიში რესპუბლიკა რუსეთისთვის. ისინი არ ეგუებიან და არც შეეგუებიან რუსულ ჩექმას. ჩრდილოეთ კავკასიაში ომის მომასწავებელი სიჩუმეა. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს არ და ვერ შეეხება!"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.

0
2318
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2318