x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138992
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"სააკაშვილის ფიგურა და სხვები"-იხალისეთ საუკეთესო ანეკდოტებით
image

***

სომეხმა ოქროს თევზი დაიჭირა და მოაშენა.


***კახელი იმერლებზე:


– ძაან ნიჭიერები არიან იმერლები, ბალახიდან საჭმელი გამოიყავთ, ჯო..







***ერთი ტიპი აჩერებს ტაქსის.

– უფასოდ თუ გამიყვან, სამ სიმართლეს გეტყვი.

– კაი, დაჯექი...

– ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით იხედებაო. ხოა სიმართლე...

– კი, სიმართლეაო...

– მზე რო ამოვა, გათენდებაო... ხო, ესეც სიმართლეაო...

– მესამე სიმართლე რა არისო...

– მესამეს მაშინ გეტყვი, ადგილამდე რომ მიმიყვანო...

– აბა, რა არის მესამე სიმართლეო?

– შენი ეზოს ბოლოს რო მიტუა ცხოვრობს, ის შენ ცოლთან წევსო...

აუ გადაირევა ეს... მივა სახლში და უნდა გამოტეხოს ცოლი...

და ეუბნება:

– დღეს მგზავრი ავიყვანე და უფასოდ წაყვანა მთხოვა სამი სიმართლის სანაცვლოდო.

– მერე რა გითხრა?

– ქათამი რომ დალევს, ზევით იყურებაო...

– კი სიმართლეა... მეორე?

– მზე რომ ამოვა, გათენდებაო...

– კი სიმართლეა... მესამე?

– მესამე ის მითხრა, რომ ჩვენი ეზოს ბოლოს რომ მიტუა ცხოვრობს, იმას ქალთან არაფერი გამოსდისო...

– აჰ, მაგი ტყუილიაო...





***გურული დაქალების დიალოგი – სანამ გავთხოვდებოდი, სულ ვოცნებობდი, მუა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და წამიყვანს სადმე შოორს, შოორს!.... - ახლა ქალო?!... - ახლა მაგაზე ჩემი ქმარი ოცნებობს!..



***

დღეს დილით ჩემი სახლის წინ, ასფალტზე ეწერა:

„ყველა კაცი ერთნაირი საზიზღრები ხართ“.

მე გავბრაზდი და იქვე მივაწერე:

„შენც კაი ჩათლახი იქნები, თორემ ყველა კაცი საიდან იცი?!“




***თბილისელებს კახეთში ადგილობრივებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მასპინძელმა ყბაში მოსდო სტუმარს.

- ვახ, ჩემი დედა მ.....ნ - ყვირის სტუმარი.

- რა დაარტყი, ბიჯო, იგეთი, რომ უკუღმა იგინება?




***

თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. გურული ერთადერთ პარაშუტს ეცა და მორგება დაიწყო.

– არ გრცხვენია? სალონში ამდენი ქალია, – ეუბნება სტიუარდესა.

– რას ამბობ, ქალო, სექსიზა მცალია ახლა მე?! – უყვირის გურული.



***

მატარებლის კუპეში მეგრელი ქალს ეკითხება:

– ქალბატონო, ჩუმად რატომ ხართ?

– მინდა და ჩუმად ვარ.

– ხოხ, გინდათ და ჩუმად ხართ?!



***

– პაპიკ-ჯან, აღმაშენებელი ვინ იყო?

– პლეხანოვი, შვილო.




***

გურიის ერთ სოფელში გოგო გაიპარა. არის ერთი ქოთქოთი და ვაიუშველებელი... სად გაიპარა... ვის გაეკიდა... ბოლოს გაარკვიეს – ვინცხას გაყოლია მეზობელ სოფელშიო. მოძებნეს ლოთი ლევანა, რომელსაც დედულეთი ჰქონია იქ და გაუშვეს სიტუაციის დასაზვერად... ქალი ნებით გაჰყვა? ძალით წეიყვანეს? საჩხუბრად წევიდეთ თუ სამოყვროდო?! გავიდა 1 საათი, 2, 3... ბოლოს მოისმა ადესით ატიპტიპებული ლევანას კრიმანჭული... ხალხი შორიდან დაამშვიდა – ისეა, ჩემო იმანო, საქმე, რაფერც თქვენ გაგიხარდებათ! იქვე ფერმოსულ მამას კი ამაყად აცნობა – შენი ციცა ხომ იყო „იმიზა” გადარეული, ხოდა, აი შენი სიძე თავიდან ბოლომდე „იგიაო“.




***


პირველ პაემანზე ბიჭი ეკითხება გოგოს:

- ჩემამდე გყავდა ბიჭი?

- ბიჭი არა, ორი გოგო მყავს, მაგრამ ახლა ბებიასთან არიან სოფელში.




***


ჭიჭიკია მაღაზიაში ყიდულობს კატის ფაიფურის ფიგურას:

- მხოლოდ ფიგურა ათი ლარი ღირს, მისი ისტორია კი - ათასი ლარი, - ეუბნება გამყიდველი.

- ისტორია არ მინდა, მხოლოდ ფიგურას ვიყიდი.

- როგორც გნებავთ, მაგრამ ისტორიის საყიდლად დაბრუნება მოგიწევთ.

იყიდა ჭიჭიკიამ კატის ფიგურა და გავიდა ქუჩაში. ცოტა ხანში ხედავს, ჯერ ორი კატა აეტორღიალა, მერე - ათი, ცოტა ხანში კი კატების გარემოცვაში აღმოჩნდა. გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კატის ფიგურა წყალში გადააგდო. ყველა კატა თან გადაჰყვა და დაიხრჩო. ჭიჭიკია სასწრაფოდ დაბრუნდა მაღაზიაში, გამყიდველი ღიმილით შეეგება:

- ხომ გითხარით, ისტორიისთვის დაბრუნდებით-მეთქი?

- ისტორია რა ჯანდაბად მინდა! სააკაშვილის ფიგურა არ გაქვთ?

0
180
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0