სხვა როგორ დაკარგო სამსახური და გახდე მილიონერი ან „ხრიკების გამანადგურებლის“ ჰაბი ლეიმის ისტორია 10 ივლისი, 14:38 ალბათ, ეს შავკანიანი ბიჭი ნანახი ჰყავს ყველას, ვისაც აქვს ანგარიში სოციალურ ქსელებში. ტიკტოკისთვის ჩაწერილი მისი ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება, ხოლო მისი პოპულარობა საფუარივით იზრდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უმუშევარი ემიგრანტი ჰაბან ლეიმი სერიოზულად ფიქრობდა, რა ეჭამა, ახლა კი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერის ცხოვრებას ეგუება. როგორ ამოვიდა ტიკტოკის ტოპ ხუთეულის ახალი ვარსკვლავი და რა კავშირი აქვს კარანტინთან?
სენეგალური წარმოშობის იტალიელი ჰაბან ლეიმი 21 წლის ასაკში რამდენიმე თვეში გახდა ყველაზე პოპულარული „ხრიკების გამანადგურებელი“. სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ცნობილი, როგორც Khaby Lame, მალე შეაგროვა 67 მილიონი გამომწერი ტიკტოკზე (ახლა მისი გამომწერების რაოდენობა 162 მილიონს აჭარბებს). ჰაბი ლეიმს შეიძლება ვუწოდოთ ტიკტოკის ფენომენი - არ მღერის, არ ცეკვავს, არ ასრულებს სახიფათო ტრიუკებს და თითქმის არ ლაპარაკობს. უბრალოდ უკმაყოფილო და იმედგაცრუებული უყურებს სხვა ადამიანების ვიდეოებს ხრიკებით, შემდეგ პრობლემის მოგვარების უფრო მარტივ ვარიანტს გვიზიარებს. ჰაბან ლეიმი დაიბადა აფრიკის ქვეყანაში სენეგალში, მაგრამ მხოლოდ 1 წლის იყო, როცა ოჯახმა მოახერხა გადასახლება იტალიაში, ტურინში. მომავალი ბლოგერი ევროპის ქალაქში გაიზარდა, სკოლა დაამთავრა და პირველი სამსახურიც მიიღო. უნდა ითქვას, რომ ლეიმი იტალიაში ცხოვრობს, მაგრამ სენეგალის პასპორტი აქვს. ემიგრანტები იტალიის მოქალაქეობას იღებენ 18 წლის ასაკში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაიბადნენ ქვეყანაში, ხოლო ჰაბის ამ მხრივ პრობლემა აქვს. ამის მიუხედავად ლეიმი თავს ნამდვილ იტალიელად თვლის. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა და ტურინის მახლობლად მდებარე პატარა კომუნაში ჩივასოში ქარხანაში მუშად მუშაობა დაიწყო. იქ მუშაობდა, სანამ კოვიდ-19 ეპიდემია არ დაიწყო, რის გამოც კომპანია დაიხურა. ყველას გვახსოვს, როგორ გახდა იტალია ევროპაში ვირუსული კატასტროფის ერთ-ერთი პირველი კერა და გამოაცხადა ძალიან მკაცრი ეროვნული ლოქდაუნი. ლეიმი სამსახურის გარეშე დარჩა, მშობლების პატარა ბინაში გამოკეტილი. რა თქმა უნდა, ბიჭს შეეძლო ეცადა სხვა სამსახურის პოვნა, მაგრამ ამის ნაცვლად ბლოგერობა გადაწყვიტა და ტიკტოკზე ანგარიში გახსნა. ჰაბის პირველი ექსპერიმენტები წარუმატებელი აღმოჩნდა - ჩაწერა მოკლე ვიდეოები ხუმრობებით იტალიურ ენაზე, რომელიც არავის დააინტერესა. ლეიმი იმედი არ გაიცრუა და ფორმატზე ექსპერიმენტები განაგრძო. 2021 წლის იანვარში გადაიღო თავისი პირველი ვიდეოები, რომლებშიც ონლაინ ხრიკებზე რეაგირებს. ვიდეო იყო მოკლე და ლაკონიური - ჯერ ჰაბი მორიგ „კარგ რჩევას“ უყურებდა, შემდეგ გამკიცხველი გამომეტყველებით აგვარებდა პრობლემას მარტივი მეთოდით, ძალისხმევის და დამატებითი რესურსების გარეშე. ჰაბი ყოველთვის ერთნაირად ამთავრებს - თვალებს ატრიალებს და ხელებს იქნევს, თითქოს ხრიკის ავტორს ეკითხება „რატომ ართულებ ყველაფერს?“. ასეთი ვიდეოები იყო მარტივი, საერთაშორისო და ყველასთვის გასაგები. თანდათან ბლოგერის აუდიტორია გაიზარდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო წარმატება. ტიკტოკის მომხმარებლებმა ჰაბი ლეიმის ვიდეოებისადმი რეალური ინტერესი აპრილიდან გამოხატეს. დაიწყეს მისი კონტენტის გაზიარება, აქვეყნებდნენ სხვა სოციალურ ქსელებში და აქტიურად განიხილავდნენ ფორუმებზე. შუა აპრილში ჰაბის უკვე ჰყავდა 10 მილიონი გამომწერი, ხოლო თვის ბოლოს - სამჯერ მეტი! ლეიმი ამბობს, რომ ქუჩაში ხშირად ცნობენ, მაგრამ პოპულარობა საერთოდ არ აწუხებს. ევროპაში საკმაოდ ცნობადია, მაგრამ მისი არხის გამომწერები, ძირითადად, აშშ-ში და ბრაზილიაში ცხოვრობენ. ბლოგერს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მშობლიურ სენეგალაში, რომლის მაცხოვრებლებიც ამაყობენ თანამემამულის მსოფლიო წარმატებით. გააცნობიერა რა, რომ ახლა მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, ჰაბი მართავს ანგარიშებს სოციალურ ქსელებში იტალიურ და ინგლისურ ენებზე, მაგრამ ფანების გვერდები გერმანულ, პოლონურ, არაბულ, პორტუგალიურ და სხვა ენებზეც არის. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მისი პოპულარობის ფენომენზე, უბრალოდ პასუხობს: „ჩემი მზერა და სახის გამომეტყველება არის ის, რაც ხალხს ამხიარულებს. ეს ჩუმი რეაქციები გლობალურ ენად იქცა“. პოპულარულმა ტიკტოკერმა მიიღო მრავალი სარეკლამო შეთავაზება სხვადასხვა ბრენდისგან, მაგალითად, Barilla მაკარონის მწარმოებლის წარმომადგენლები ერთ-ერთი პირველი იყვნენ, ვინც მას დაუკავშირდნენ. კოლაბორაციებშიც მონაწილეობს. ჰაბი ლეიმი ყოველდღიურად წერს შესანიშნავ ვიდეოებს და გამომწერებს იძენს. მისი ანგარიში ინსტაგრამზეც ძალიან წარმატებულია და ბლოგერი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ბევრს მუშაობს, მაგრამ ქარხანაში დაბრუნებას არ აპირებს. ახლა ახლოს არის სანუკვარ ოცნებასთან - დედას ფართო სახლი უყიდოს და მზად არის გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა მიზნის მისაღწევად. ასევე დაგაინტერესებთ: მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე" გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს 439 შეფასება არ არის |