სხვა რამდენი წლისაა თქვენი აზრით ეს ჭაბუკი? 2024, 9 ივლისი, 16:09 ![]() ამერიკელმა მამაკაცმა, რომელმაც მოახერხა 15 წლის მოზარდის გარეგნობის შენარჩუნება, ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებისთის ექვს რჩევას იძლევა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს. ![]() 35 წლის ბრენდონ მაილზ მეი, რომელიც დეტროიტიდან არის (მიჩიგანის შტატი), აღნიშნავს, რომ ახალგაზრდული გარეგნობის გამო, უცნობებს ის ყოველთვის სკოლის მოსწავლე ჰგონიათ. ამის გამო, მაგალითად მას მუდმივად უწევს აეროპორტებში დამატებითი შემოწმების გავლა. ![]() მეი ურჩევს მათ, ვისაც უნდა რომ თავის ასაკთან შედარებით გამოიყურებოდეს ბევრად უფრო ახალგაზრდად, ყოველთვის გამოიყენონ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალებები. ის ასევე იცავს დიეტას, რომელიც შედგება ხილის, მცენარეული საკვებისა და თევზისგან. გარდა ამისა, მეიმ საერთოდ უარი თქვა ალკოჰოლზე. მისი თქმით, მას ცხოვრებაში ალკოჰოლი არც კი გაუსინჯია. "13 წლის ასაკში უკვე მაწუხებდა დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ეტაპზე უკვე ვზრუნავდი ჯანსაღ კვებაზე და ახალგაზრდული სხეულის შენარჩუნებაზე. "მე არ ვაკეთებ დატვირთულ ვარჯიშებს, რადგან მას შეუძლია სტრესის აკიდება და დაბერების დაჩქარება", - თქვა ამერიკელმა და აღნიშნა, რომ უპირატესობას ანიჭებს იოგას, სიარულს და მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშს. მან ასევე თქვა, რომ ის არამა მარტო რუჯის საწიააღმდეგო კრემს იყენებს, არამედ ცდილობს კანი ყოველთვის მზისგან დაფაროს. ამის გარდა მეი შავი შოკოლადის ყოველდღიურ მოხმარებას მისი ახალგაზრდული გარეგნობის კიდევ ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ამერიკელმა ახალგაზრდობის შენარჩუნების ექვსი ძირითადი წესი დაასახელა. უპირველეს ყოვლისა, იგი გვირჩევს „მოვერიდეთ მზეს“ და ვატაროთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სამოსი. გარდა ამისა, ის გვირჩევს, ყოველთვის წავისვათ მზისგან დამცავი საშუალება ქუჩაში გასვლამდე და ბევრი კენკრა მივირთვათ, რადგან მათ აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ![]() 261 2-ს მოსწონს
|