x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარის გადაცემით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო..." – რას წერს ამირან სალუქვაძე

image

ბიძინა ივანიშვილის და ფონდი "ქართუს" მიერ საფეხბურთო ნაკრებზე გადაცემული 30 მილიონი ჯილდოს გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება, გარკვეული პირები და ორგანიზაციები აკრიტიკებეს ფეხბურთელებს, ცდილობენ ყველაფერი ეს პოლიტიკურ ჭრილში დაგვანახონ, სამიოდე დღის წინ ახალგაზრდულმა მოძრაობა "დაფიონმა" გამოქვეყნა ვრცელი სტატუსი, სადაც მიაჩნიათ, რომ ბიძინას მხრიდან ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა და სხვა არაფერი.



ამასთან დაკავშირებით თადარიგის გენერალმა და სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გამოაქვეყნა ფონდ "ქართუს" მიერ მარტო სპორტში დახარჯული თანხა.


"ფონდ "ქართუს" ქველმოქმედების სია

საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარის გადაცემით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, ხელმეორედ გამოვაქვეყნე სპორტის სფეროში განხორციელებული ქველმოქმედების ჩამონათვალი. ასობით ადამიანმა გააზიარა, ძალიან ვევრმა გადააკოპირა.
ამ 30 მილიონის, ასევე მადლობის გადახდის გამო დღემდე გრძელდება განხილვები. ამიტომ გამოვაქვეყნებ ჩემს ხელთ არსებულ სრულ ჩამონათვალს. დარჩება ინტერნეტს.
სიის ბოლოში აუცილებლად წაიკითხეთ შენიშვნა.
სპორტი
ფონდ "ქართუს" საქველმოქმედო პროგრამები სპორტის სფეროში (2000-2022 წლები)
- ფარიკაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- წყალბურთის სპორტული კლუბი “ივერია''-ს საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- სამბოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის კავშირის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის მოედნების შენახვის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (2009-2022);
- მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2022);
- ჭადრაკის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- სროლის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კრივის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ძიუდოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კარატეს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ხელბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- მერჯევის სტადიონის რესტავრაცია (2009);
- საჩხერის სტადიონის მშენებლობა (2009);
- “შევარდენის'' რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა (2009-2011);
- ავჭალის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2009-2011);
- რუსთავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2010-2012);
- ასპინძის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2012);
- მარტყოფის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა
- დიდი დიღმის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2014);
- ქუთაისის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა (2011-15);
- თბილისის “ბასას'' სახელობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზის რესტავრაცია (2012-2013);
- ფოთის რაგბის სატადიონის მშენებლობა (2012-2015);
- ჩოგბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2012-2019);
- გორის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2015);
- ბათუმის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2016);
- წყალოსნობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019);
- ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019):
- ვარკეთილში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა (2013-2015);
- 2015 წლის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობის პროგრამა (2015);
- ქუთაისის სარაგბო ბაზის აკადემიის მშენებლობა (2015-2019);
- დიღმის “ლოკომოტივის'' ბაზის მშენებლობა (2016-2019);
- თელავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
- ნუცუბიძის პლატოზე რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
- ქ. ზუგდიდში რაგბის სტადიონის და 50 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა (2020-2022);
- შევარდენის სარაგბო კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (2022).
ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი.
ამ თანხას ემატება ევრო2024-ზე მერვედფინალში გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ლარი".
ამის გარდა, ამირან სალუქვაძეს სპორტის გარდა ჩამოთვლილი აქვს ფონდი ქართუს მიერ განხორცილებეული პროქტები, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და გამწვანების სფეროში, სრულ სიას დაინტერესებული პირები შეუძლიათ გაეცნონ <ამ მბულზე>
0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0