ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, მხასიობი მეგან ფოქსი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს ბრაიან ოსტინ გრინს ვაჟი, შენონ ოსტინ გრინი შეეძინათ. როგორც აღმოჩნდა ბავშვი 27 სექტემბერს დაიბადა, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახმაურდა. ბრაიანმა საკუთარ ფეისბუკზე ისიც დაწერა, რომ ძალიან გაუმართლათ, რომ ეს უკანასკნელი კვირა მათ მშვიდად და წყნარად გაატარეს სახლში... მაგრამ წყვილმა ვეღარ შეძლო ამ საიდუმლოს დიდი ხნით შენახვა. ისინი მადლიერნი არიან ყველა იმ ადამიანის ვინც ამ ხნის მანძილზე მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა და დადებითი ენერგიით მუხტავდა.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ბავშვია მეგანისთვის, ბრაიანისთვის კი უკვე მეორე. მას 10 წლის ვაჟი პირველი ქონწინებიდან ჰყავს