საზოგადოება "ყველა პოპულარულ ადამიანს, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს" - რომან გოცირიძე 7 ივლისი, 16:46 საქარათველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ეკლესიაში ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მიწვევას ეხმიანება და წერს, რომ ამით საპატრიარქო პოპულარული ადამიანების დაჩოქებას და ეკლესიის ძლევამოსილების წარმოჩენას ცდილობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროპაში ასე არავინ იქცევა.
"ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?
ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.
რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა:)) " - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, ფეხბურთის ფედერაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ორი დღის წინ ეწვივნენ და გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის ეკლესიას მადლობა გადაუხადეს.
205 შეფასება არ არის |
გოცირიძე არ იყო შევარდნაძის გუნდში, კგბ-ს აგენტმა ირინა სარიშვილმა ხალხი, რომ დააჩოქა შევარდნაძის წინ?
შევარდნაძე რა! პატრიარქი იყო?
რომან გოცირიძეა შეუმდგარი ეკონომისტი, რომლის გაკეთებული საქმე საქართველოში ჯერ არავის უნახავს, სამაგიეროდ "კუპონას" სტატუსი კი გაიკრა ბეჭებზე ფეხბურთელის მაისურივით.
ნაცები არიან ეკლესიასთან მებრძოლები, მიშიკოს პირჯვრის გადაწერის მადლი ფარავდეთ ნაცებს და მათ ნასხლეტებს გოცირიძის სახით, რომელსაც ამ დენი ტყუილის თქმით ცხვირი ლამის ნიკაპამდე ჩამოუვიდა. :))))
ევროპა თუ მოგწონს,მიბრძანდით იქ და იცხოვრეთ,რამდენადაც ვიცი,არავის შემოუხევია ტანსაცმელი თქვენთვის,არიქა დარჩი და აქ იყავიო. საფრანგეთი მოიგებს და სად უნდა მივიდნენ საინტერესოა,ზოგი რა აღმსარებლობის არის და ზოგი რა,ინგლისელები პროტესტანტები არიან და ვერ გაიგებ რომელ პროტესტანტულ ჯგუფს წარმოადგენენ,ეგრეა ჰოლანდიაც. ესპანეთს ცოტა უკეთესი სიტუაცია აქვს,მარა არ მგონია რო იამალის ან ვილიამს ეკლესიაში მისვლა მოუწონონ ოჯახში. ჯერ უნდა დოუფიქრდე რას ან რატომ ითხოვ,მერე გამოხვიდე და ისაუბრო,მარა აქ ეს იცის კუპონამ,დებილი კი არ არის,თუმცა თავის დებილ ამომრჩეველზე გათვლილი ტყუილი თქვა.