მსოფლიო ვიქტორ ორბანი ნელ-ნელა თანამოაზრეებს იკრებს-ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიები ორბანის ალიანსს შეუერთდებიან 6 ივლისი, 19:43 ნიდერლანდური და ესპანური ულტრამემარჯვენე პარტიებიმზად არიან შეუერთდნენ ახალ მემარჯვენე ალიანსს, რომელის შექმნის ინიციატორ არის იუნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი . ამის შესახებ გამოცემა politico წერს.
უნგრეთის ლიდერს მათი მხარდაჭერა საკუთარი მემარჯვენე ალიანსისთვის და ევროპის პარლამენტში ოფიციალური ჯგუფის კვალიფიკაციისთვის სჭირდება. ეს ნაბიჯები ვიქტორ ორბანს შესაძლებლობას მისცემს, მოიპოვოს წევრების საკმარისი რაოდენობა, რათა ოფიციალურად ჩამოაყალიბოს მემარჯვენე ჯგუფი და პოტენციურად შეასუსტოს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ძალაუფლება, რომელმაც ჯგუფის წევრები უკვე დაკარგა. ნიდერლანდელმა ხეერტ ვილდერსმა აღნიშნა, რომ "თავისუფლების პარტია" "პატრიოტებს ევროპისთვის" შეუერთდება. პარლამენტის წესების მიხედვით, ოფიციალურ ჯგუფს შვიდი ქვეყნის 23 დეპუტატი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი - "პატრიოტები ევროპისთვის" შექმნეს. 181 3-ს მოსწონს
|