x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135917
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510263
"მავნებლების წინააღმდეგ "სანადირო სეზონის" გახსნა - გვიახლოვდება!"-დავით ქართველიშვილი

image

"ველოდებოდი, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, პირველი "მსუყე მტაცებელი" ვინ იქნებოდა, ღიად უარს რომ განაცხადებდა მის აღსრულებაზე. ყირგიზეთში მაგალითად, ეს "სოროსის ფონდი" იყო. საქართველოში კი, მოსალოდნელად - საია, (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) რომელსაც როგორც ჩანს, ძალზე გაუჭირდებოდა თუნდაც ერთი წლის ფინანსური ხარჯების მიზნობრიობის ასახვა გამჭვირვალობის რეესტრში. საინტერესოა - ვინ აღმოჩნდება "პირველი მერცხალი" საფრანგეთში.



ამიტომაც, საია-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეასრულებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ, ხოლო იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და მზადაა მასზე დაკისრებული ჯარიმები გადაიხადოს. რაც შეეხება ორგანიზაციის მიმართ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურების ამოქმედებას, რომლებსაც საია "რეპრესიულს" უწოდებს - ორგანიზაციის შემდგომ ბედს განიხილავენ 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, საერთო კრების მოწვევამდე "სტრატეგიული გრძელვადიანი გეგმის" შემუშავების სახით.
image

არ ვიცი, როგორ გადაიტანს ქვეყანა საია-ს კანონგარეშე "ოფსაიტში" ნებაყოფლობით მოხვედრას - გამოვაცხადებთ თუ არა გლოვის დღეს, დავუშვებთ თუ არა სახელმწიფო დროშებს შესაბამის შენობებზე. ვიცი მხოლოდ ერთი რამ - კანონი უკვე მუშაობს, ის აუცილებელი იყო და მავნებლების წინააღმდეგ "სანადირო სეზონის" გახსნა - გვიახლოვდება!"-წერს ანალიტიკოსი და პარტია "ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0