x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135915
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
თურქი მსახიობი ბურჯუ ბინიჯი: "დნმ ტესტი გავიკეთე, აღმოჩნდა, რომ ქართველი ვარ, ლაზი"
image

პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ბურჯუ ბინიჯიმ(ბინიჯიქი) ცოტა ხნის წინ დნმ ტესტი გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ იგი ქართველია. ამის შესახებ თურქული გამოცემა bursa gündem haber-ი წერს.


„დნმ-ის ტესტი გავიკეთე. აღმოჩნდა, რომ მე ქართველი ვარ, ლაზი. ჩემი ფესვები კავკასიიდანაა. როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გავარკვიე, საიდან ვარ წარმოშობითდა გამიკვირდა“, - თქვა მან.


წარმატებული მსახიობი და ერთ-ერთი ცნობილი ეკრანული სახე ბურჯუ ბინიჯი და ტანკურტ მანასი, თურქული რეპ სამყაროს ერთ-ერთი კოლორიტული სახელი, მხოლოდ შვიდი თვე იყვნენ დაქორწინებულები და უცებ დაშორდნენ.



ეს სიტუაცია უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა თურქულ ყვითელ პრესაში.

image

ინფორმაცია ბურჯუ ბინიჯიქიზე:


ბურჯუ ბირიჯიქი დაიბადა 1989 წლის 4 მაისს ანტალიაში. ბურჯუ მსახიობობამდე რამდენიმე სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. 2006 წელს, კონკურსში მის მედიტარიანი, გაიმარჯვა, თუმცა არ უყვარს ამის გახსენება, რადგან როგორც თვითონ ამბობს, კონკურსში მონაწილეობის მიღება დედამისის სურვილი იყო. ამის შემდეგ, თეათრის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და აქ გამარჯვების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა. მას შემდეგ რაც დაამთავრა ეგეს უნივერსიტეტი არქეოლოგიის განხრით, დაიწყო მუშაობა ბორნოვას მუნიციპალიტეტის თეატრში. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერა.

image

მისი დებიუტი ეკრანზე შედგა 2007 წელს, Show TV-ის სერიალში Maçolar.
ბურჯუს რამდენიმე წარუმატებელი პროქტი ჰქონდა, თუმცა გამომდინარე მისი აღნაგობისა და ნიჭისა, წარმატებას მალევე მიაღწია. 2011 წელს ბურჯუმ მონაწილეობა მიიღო, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ სერიალში “დიდებული საუკუნე”. 2015-2017 წლებში მონაწილეობას იღებდა სერიალში სიცოცხლის სიმღერა, სადაც ჰულიას როლს თამაშობდა. სწორედ ეს როლი გახდა მისთვის წარმატების ბილეთი, მაყურებლებს იმდენად შეაყვარა თავი, რომ სულ მალე თურქეთის შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ფიგურა გახდა. ბურჯუ თურქეთის შოუბიზნესის ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალების ათეულში, მესამე ადგილს იკავებს.

ფილმოგრაფია:

1. Maçolar-(2006-2007)
2. Topragin Günlügü -2006-თოფრაქი
3. Düsman Kardesler-2012-დერია
4. Beni Böyle Sev -2013-სედა ალატასი
5. Kedi Özledi -2013-ლალე
6. Ulan Istanbul-2015-ქუბრა
7. Hayat Sarkisi-2015/2017-ჰულია
8. 8 Gun-2018-ბაჰარი
9. Her Sey Seninle Güzel -2018-დენიზი
10. Kuzgun-2019-დილა ბილგინი.

11. Kırmızı Oda -(წითელი ოთახი)-ბუსი 2020/21-

12. Camdaki Kız- (გოგონა ჭიქაში)-ნალან იპეკოღლუ-2021-2023

image

0
491
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0