x
image
თამილა გურაშვილი
რევაზ ინანიშვილის მოგონება გურამ რჩეულიშვილზე

image
1934 წლის 4 ივლისს დაიბადა უნიჭიერესი მწერალი და გამორჩეული ქართველი ვაჟკაცი გურამ რჩეულიშვილი. (1934-1960).
“მაშინდელ "პასაჟთან" კედელს მიყუდებული ტიროდა სოფლელი ხნიერი ქალი. ეხვეოდა ხალხი, ეკითხებოდნენ რაღაცეებს, ბრაზობდნენ. გამოირკვა: შვიდი თუმანი ჰქონია საცოდავს (ფულის ძველი კურსით) და ამოუცლიათ. კაპიკი აღარ დარჩენოდა, რომ შინ მაინც დაბრუნებულიყო.
გურამი სულ ცოტა ხანს იდგა და უყურებდა მტირალ ქალს. მერე სხვები მისწი-მოსწია, ქუდი მოიახადა, ასწია მაღლა, ლამაზმა, ახოვნმა შემოატარა წრედ:
– კეთილ თბილისელებს ვთხოვთ, დაეხმარნონ დედას! – თვითონ ხუთმანეთიანი ჩააგდო ქუდში, –კეთილო თბილისელებო, დაეხმარეთ ჩვენს გაჭირვებულ დედას, უსინდისო ჯიბგირებმა რომ ამოაცალეს უკანასკნელი კაპიკებიც.
ღიმილ-ღიმილით, თითქოსდა თამაშით, სხვებმაც წვრილ-წვრილი, მაგრამ ქაღალდის ფულები ჩადეს. ორმა სქელმა ძიამ თუმნიანებიც. ხნიერმა სოფლელმა ქალმა ტირილს უმატა, ჩაკუნტდა. გურმმა იდროვა, ფული დათვალა, ცხრა თუმნამდე გამოვიდა. ის ფული დედაბერს ჩაუდო მუჭებში, ერთი აკოცა მოსახვევზე, ზემოდან, ასწია ხელი და დაიძახა:
– მადლობა, მადლობა, კეთილო თბილისელებო! და წავიდა ჩქარი ნაბიჯით, თითქოს ჩვენ დავავიწყდით".
0
57
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0