x
image
თამილა გურაშვილი
როგორ ჩამოხსნა აღმაშენებელმა დარუბანდის კარი
image
"ერთ ქართველ ვაჭარს საქონელი წაეღო დარუბანდში გასაყიდად.გზაში თურმე ლეკები დაეცნენ და რაც საქონელი ჰქონდათ ყველაფერი წაართვეს. ვაჭარი მივიდა ლეკთა უფროსთან და სთხოვა : შენს საბრძანებელში მოვედი, საქონელი მოვიტანე გასაყიდად და შენმა ხალხმა სულ წამართვა. სამართალს მოვითხოვ, საქონელი დამიბრუნეო.
-სადაური ხარ? - დაინტერესდა ლეკთა უფროსი
- მე ქართველი ვარ
-ჰოდა, აბა, მიდი საქართველოში და შენს მეფეს, დავითს, ფეხქვეშ ჩაუვარდი და სამართალი იმას სთხოვე.
- სამართალს მე შენ გთხოვ, თორემ დავითს რომ ეს ვუთხრა, საქმე წუდად წაგივვა!
- ჰმ!...ცუდად წავა?! რას იზამს დავითი? მანაც დარუბანდის კარი არ ჩამომიხსნას !
ვაჭარი დაბრუნდა საქართველოში და ყოველივე უამბო დავითს, ისიც დასძინა, ლეკმა რომ უთხრა, ” დავითმა დარუნაბდის კარიც არ ჩამომიხსნასო ” .
დავითი განრისხდა და ვაჭარს შეჰპირდა : ” რადგან შენ ლეკებმა საქონელი წაგართვეს და მათმა უფროსმა შენი თხოვნა არ შეიწყნარა, ამისთვის მე იმ დაკარგულ საქონელს საქონლითვე დაგიბრუნებ ” . ეს თქვა და თან იახლა ათასი მხედარი თავიანთ ცხენითურთ. გააკეთებინა ორი ათასი კიდობანი და თითოში ჩასვა თითო შეიარაღებული ქართველი.ცხენების წინამძღოლები გამოაწყო ვაჭრულ ტანსაცმელში. ყველას წინ გაუმძღვარა მომჩივარი ვაჭარი და გაისტუმრა დარუბანდში, თვითონ კი უკან გაჰყვა.
როცა დარუბანდს მიუახლოვდნენ, დავითმა გაგზავნა კაცი ლეკების უფროსთან, საქონელი მომაქვს გასაყიდად და ქალაქის კარი გამიღეო. ლეკებს გაეხარდათ : უფრო მეტ საქონელს ვიშოვითო და კარი გააღეს. დაღამდა, შუაღამისას დავითმა გაახსნევინა კიდობნები და ამოაშვებინა იქიდან შეიარაღებული მეომრები. ფეხზე იდგა სამი ათასი გულოვანი მეომარი. მათ აიღეს დარუბანდი, წაართვეს ქალაქის ”გასაღები” ლეკთა მთავარს და ნადავლით დაბრუბდნენ შინ.
დავითმა ჩამოახსნევინა რკინის კარი, რომელიც დარუბანდში შესასვლელ გზას იცავდა, შეუბა შიგ ლეკები და ისე ჩამოიტანა გელათში."
დავით IV აღმაშენებელი.
0
151
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0