შოუბიზნესი
ჯასტინ ტიმბერლეიკი ქორწინდება
2012, 18 ოქტომბერი, 13:58
ცნობილი მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი ქორწილისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას უკვე თითქმის დარწმუნებით აქვეყნებენ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები და ჟურნალ-გაზეთები. იუწყებიან რომ ჯასტინი და მისი მომავალი მეუღლე, მსახიობი ჯესიკა ბილი ამ დროისათვის იტალიაში იმყოფებიან და სწორედ იქ მიმდინარეობს მზადება ქორწილისათვის. ჟურნალისტების აქტიური მცდელობების მიუხედავად, წყვილი არ საუბრობს მოსალოდნელი ქორწილის დეტალებზე. ცნობილი მხოლოდ ის არის რომ ცერემონია გაიმართება უახლოეს მომავალში, იტალიის სამხრეთ მხარეში და მას ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრებიან.