სისხლის სამართალი როგორ მოკლა ცოლი და მისი მილიციელი საყვარელი 28 წლის ქართველმა გეოლოგმა 5 ივლისი, 14:06 ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
1968 წლის 1 მაისს თბილისში, ზემო ვერაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში ორმაგი მკვლელობა მოხდა. 28 წლის ვახტანგ თარგამაძემ სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა საკუთარი მეუღლე – 25 წლის ალისა ბალიაშვილი და მისი საყვარელი – მილიციის პოლკოვნიკი, 45 წლის ჯემალ კუტუბიძე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე განხორციელდა, თანაც დადასტურებული ფაქტი იყო, რომ გათხოვილი ქალი და ცოლშვილიანი მილიციელი ერთმანეთთან ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ და ასეთ მძიმე სასჯელს არ იმსახურებდა, თარგამაძეს მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას მილიციის მაღალჩინოსნის მკვლელობა არ აპატიეს და ეს საქციელი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ქმედებად ჩაუთვალეს, რაც იმდროინდელი კანონმდებლობით უმკაცრესად ისჯებოდა. ვახტანგი და ალისა ერთი წლის დაქორწინებული იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ. ალისა და კუტუბიძე კი ერთი რაიონიდან იყვნენ და მილიციის პოლკოვნიკმა გოგონა ჯერ კიდევ არასრულწლოვნებისას გაიხადა საყვარლად. მკვლელობის დღეს თბილისში საზეიმო დემონსტრაცია იმართებოდა და ვახტანგს მასში უნდა მიეღო მონაწილეობა. თარგამაძე პროფესიით გეოლოგი იყო, ლაბორანტად მუშაობდა და საზეიმო ღონისძიებაზე სამსახურის ეგიდით უნდა გასულიყო. თუმცა, მას უკვე ეჭვი ჰქონდა ცოლზე და დემონსტრაციაზე არ წავიდა. იქვე, სახლთან დაიმალა და როდესაც უტიფარი პოლკოვნიკი მის ცოლს ესტუმრა, გარკვეული დრო დააცადა, შემდეგ სახლში ჩუმად შეიპარა, წინასწარ გამზადებული ორლულიანი თოფი აიღო, საყვარლებს საძინებელში თავზე წამოადგა და ორივეს თითო ჟაკანი დაახალა. შემდგომ მილიციაში დარეკა და შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიულ ჯგუფს ჩაბარდა. შორეული ეტაპი ვახტანგ თარგამაძე პატიოსანი, განათლებული ადამიანი იყო და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამიტომ, ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა თავდების თხოვნით მიმართეს ვასილ მჟავანაძესა და ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თუმცა, საქმეში მოსკოვი ჩაერია. კუტუბიძის ძმას საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი პოსტი ეკავა და სწორედ მან დაბლოკა ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანების სამართლიანი თხოვნა. ამიტომ, ვახტანგ თარგამაძეს განაჩენი არ შეუცვალეს და ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში გამოამწყვდიეს. სამი კვირის შემდეგ კი გაზეთ „თბილისში“ პატარა განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც თარგამაძის სიკვდილით დასჯის ამბავს იტყობინებოდა. სინამდვილეში კი ვახტანგ თარგამაძე ეტაპით შორეული ურალის მთებს იქით გაამგზავრეს და ურანის საბადოებზე სამუშაოდ გაამწესეს. რადგან ვახტანგი შავი სამყაროს წარმომადგენელი არ იყო და მკვლელობა ღალატის გამო ჰქონდა ჩადენილი, ის საშიშ დამნაშავედ არ მიიჩნიეს და სიცოცხლე გაუხანგრძლივეს. თუმცა ამ სამუშაოზე მხოლოდ ერთ წელს თუ გაძლებდა – მას რადიაციული დაავადება მოკლავდა. ურანის საბადოებზე გეოლოგ ვახტანგ თარგამაძეს ურალში მდებარე საბადოები საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი – იმ მიდამოებში სტუდენტური პრაქტიკისას, საერთო ჯამში, 8 თვე ჰქონდა გატარებული. სადაც ურანია, იქვეა ოქროც და ძვირფასი მინერალებიც. ვახტანგის სადიპლომო ნამუშევარიც ამ თემას შეეხებოდა და მას იმ მიდამოების მინერლოგიური რუკა ჰქონდა შედგენილი. ბანაკს, სადაც ურანის საბადოებზე მომუშავეები ჰყავდათ გამომწყვდეული, პატიმრები „ლუჩევაია სმერტს“ უწოდებდნენ. დაბას კი, სადაც ეს ბანაკი მდებარეობდა, „ალმაზნაია“ ერქვა. ურანის საბადოებში, ეგრეთ წოდებულ, „შახტები“ იყო მოწყობილი, რომლებიც გამოქვაბულებისგან შედგებოდა. პატიმრები სპეციალური ლიფტით ჩაჰყავდათ 50 მეტრის სიღრმეში და ცვლებით ამუშავებდნენ. თითოეული ცვლა 4 საათს გრძელდებოდა და პატიმარს სამუშაოს შესრულება ყოველ მესამე დღეს უწევდა. რადიაციული დასხივების მიღების შიშით, ბადრაგი შახტში არ ჩადიოდა. პატიმრები ურანის მადანს წერაქვებით მოიპოვებდნენ, სპეციალურ კონტეინერში ათავსებდნენ და ლიფტით ამოჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს რძესა და სპეციალურ ტაბლეტებს ასმევდნენ, რომ რაც შეიძლება, გვიან დაავადებულიყვნენ, 11-12 თვეზე მეტს აქ ვერავინ ცოცხლობდა. ყველაზე მეტხანს საბადოზე ერთმა მაღაროელმა გაძლო, რომელსაც საბოტაჟისთვის ტყუილუბრალოდ დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მან იქ 13 თვე გაატარა და შემდეგ გარდაიცვალა. მკვდრებს სპეციალურ ღუმელში წვავდნენ და მათ ფერფლს მიწაში ღრმად მარხავდნენ. გაქცევა ვახტანგ თარგამაძე საბადოზე 1968 წლის ივლისის დასაწყისში მიიყვანეს, თვე-ნახევარში კი ის იქიდან გაიქცა. იმ დღეს ვახტანგი მეცამეტედ ჩავიდა შახტაში და 4 საათის შემდეგ დანარჩენ პატიმრებს არ ამოჰყვა, ყველას ეგონა, რომ გარდაიცვალა. ამიტომ, მორიგ ცვლას შახტაში ორი რადიოლოგი ჩააყოლეს. ისინი სპეციალური სკაფანდრებით იყვნენ აღჭურვილი და 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებნენ თარგამაძეს. თუმცა მათ სრულიად შემთხვევით წყალქვეშა მდინარე აღმოაჩინეს, რომელიც კლდეებში მიედინებოდა(გააგრძელე კითხვა) 1983 2-ს მოსწონს
|