კინო რა მოხდა ფილმის "გახდით ჩემი ქმარი" გადაღების დროს 5 ივლისი, 12:26 ფილმის, "გახდით ჩემი ქმარი" (1981) გადაღებების დროს, რომელიც ქალაქ სოჭის გარეუბან ლოოში მიმდინარეობდა, რესტორნის სცენისთვის ანდრეი მირონოვისთვის შამპანურის ბოთლებში ლიმონათს ასხამდნენ, საცობს უკეთებდნენ და მზეზე დებდნენ, რომ გახსნის დროს ბათქანის ხმა ჰქონოდა . ბოთლი მართლაც სასურველი ხმამაღალი ბათქანით გაიხსნა და "შამპანურის" ბლანტმა ქაფმა დაიწყო დენა.მეორე დუბლის გადაღების დროს მეორე ბოთლის გახსნის დროსაც იგივე მოხდა.
მესამე ბოთლზე ფილმის რეჟისორმა მსახიობების და გადამღები ჯგუფის კმაყოფილ სახეებს შეხედა და სასმელი მოსინჯა. აღმოჩნდა, რომ ბოთლებში ნაღდი შამპანური ესხა.როგორც გაირკვა, რესტორნის დირექტორი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ ცნობილ მსახიობს ანდრეი მირონოვს თავის დაწესებულებაში შამპანურის ნაცვლად ლიმონათი უნდა დაელია და ბოთლები ნამდვილი შამპანურით ჩაანაცვლა… უფრო მეტიც, ერთ-ერთი შესვენების დროს მსახიობი მოულოდნელად გაუჩინარდა და როდესაც რეჟისორმა ის იპოვა, მან აღმოაჩინა სცენა, რომელიც ძალიან ჰგავს გადაღებულს - მირონოვისთვის მოეწყოთ პირადად ქეიფი. შეგახსენებთ, 1987 წლის 14 აგვისტოს, რიგაში თეატრის გასტროლების დროს, სპექტაკლზე „გიჟური დღე, ან ფიგაროს ქორწინება“, ისე, რომ ბოლო სცენის თამაში ვეღარ შეძლო, ანდრეი მირონოვმა სცენაზე გონება დაკარგა.ის კულისებში გადაიყვანეს და სასწრაფო გამოიძახეს. მსახიობი გადაიყვანეს ადგილობრივ "გაილეზერსის" საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც მას ცერებრალური სისხლდენის დიაგნოზი დაუსვეს. (ტვინში გაჟონვა)ორი დღის განმავლობაში ნეიროქირურგის ედუარდ კანდელის ხელმძღვანელობით ტარდებოდა ზომები სუნთქვისა და გულისცემის მხარდასაჭერად, თუმცა ორის დღის შემდეგ, 16 აგვისტოს იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.მსახიობი 46 წლის იყო. 110 3-ს მოსწონს
|