კონფლიქტები 60 დასავლელი ექსპერტი მიმართავს "ნატოს"-არ მიიღონ უკრაინა ალიანსში 4 ივლისი, 19:01
60-ზე მეტმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკაში ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მოუწოდებს ნატოს, არ დაჰპირდეს უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას ბლოკის სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. მიმართვის ტექსტი Politico-მ გამოაქვეყნა.
ავტორებმა ბლოკში კიევის პოტენციური წევრობის შესახებ ნებისმიერ სიგნალს "არაგონივრული" უწოდეს. მათ გაიხსენეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად ყველა წევრზე. „ზოგიერთი ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში შესვლა შეაკავებს რუსეთს უკრაინაში ხელახლა შეჭრისგან. ეს არის სურვილი და არა ჭეშმარიტება“, - აცხადებენ ექსპერტები. მათ ასევე უწოდეს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კიევის ალიანსში გაწევრიანება, როგორც „მოტივაცია“ მოსკოვისთვის, გააგრძელოს ომი. ავტორების აზრით, „რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები შეიძლება გადაწყდეს უკრაინის "ნატოში" შესვლის გარეშე“. ამ ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა სამხედრო ექსპერტი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე: "60 დასავლელი (რაც წავიკითხე, ამერიკელებია) ექსპერტი ნატოს წერილით მიმართავენ და აფრთხილებენ არ მიიღონ უკრაინა ნატოში, რადგან ეს რუსეთთან ბირთვულ დაპირისპირებას გამოიწვევს. თქვე ფარჩაკებო, ახლა რომ წერთ მაგ წერილს, მხოლოდ ახლა დაგებადათ ეს დასკვნები?
წლების წინ ან თუნდაც ომამდე რატომ არ დაწერეთ იგივე? თუ ადრე ვერ განსჭვრიტეთ და ახლა გაგინათდათ? თქვენით დაგებადათ ეს აზრი ყველას ერთად, თუ ვინმეს მიერ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია?
ადრე მსგავსი არ გამიგია.
ცალკე დავწერ უკრაინის სამობილიზაციო ნიუანსებზე და მიხვდებით, რატომ უნდა დაეწერათ ადრე, თუ ასეთი მაგრები არიან."-წერს ამირან სალუქვაძე.
162 3-ს მოსწონს
|