x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510211
აზიიდან ევროპამდე: როგორ გამოიყურება სკოლის მოედნები სხვადასხვა ქვეყანაში
Playground - ასე ჰქვია ჯეიმს მოლისონის ფოტოსერიას. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ბავშვობაზე ფიქრისას შენიშნა, რომ ყველაზე ხშირად იხსენებს სკოლის მოედანს - სიცილის, თამაშის, მხიარული ხრიკების, ასევე პირველი ცრემლის, კონფლიქტის და ჩხუბის ადგილს. გადაწყვიტა ინგლისში, თავის სკოლაში დაბრუნება და იმის ნახვა, როგორ გამოიყურება ახლა ის. ამავდროულად, ახლომდებარე სხვა სათამაშო მოედნების დათვალიერებაც გადაწყვიტა.



image



ბრიტანულ სკოლებში ნანახმა კონტრასტებმა მისი ცნობისმოყვარეობა გაამწვავა და გადაწყვიტა ენახა, როგორი იყო სკოლის მოედნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.



Sacred Heart კათოლიკური საშუალო სკოლა ლონდონში

image




ფოტოპროექტზე მუშაობისას ჯეიმს მოლისონს ბევრი სკოლის ადმინისტრაცია სიფრთხილით და ეჭვის თვალით უყურებდა. იქ, სადაც ნებართვა მიიღო, ბავშვები მაშინვე მასთან მირბოდნენ და ინტერესდებოდნენ, რას აკეთებდა ფოტოგრაფი, შემდეგ ისევ მოედანზე მხიარულ თამაშებს უბრუნდებოდნენ.



სოფლის საბჭოს სკოლა ლუდიაში, ინდოეთი

image



ჯეიმსმა გადაიღო სათამაშო მოედნები მთელს მსოფლიოში, დაწყებული ბუტანის მონასტრიდან და კენიის ღარიბი უბნიდან და დამთავრებული იაპონიის და ევროპის ორგანიზებული სკოლებით.



სკოლა Valley View ნაირობიში, კენია

image



ფოტოგრაფს სურდა ეჩვენებინა დეტალები, რომლებიც ეხებოდა მის პირად მოგონებებს სკოლის მოედანზე. ამიტომაც მისი ფოტოების უმეტესობა შეიქმნა რამდენიმე კადრის გადაბმით. ფოტოგრაფი ამას მანიპულაციად არ მიიჩნევს, არამედ ამბად იმის შესახებ, რაც უკვე დიდი ხანია იქ არსებობს.



სკოლა Shikim Maoz სდეროთში, ისრაელი

image



ფოტოგრაფის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ ნანახი სკოლების უმეტესობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა, გააოცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების ქცევის მსგავსებამ და თამაშებმა, რომელთაც თამაშობდნენ.



ჰოლცის სკოლა თელ-ავივში, ისრაელი

image



სტოუნიჰერსტის კოლეჯი ლანკაშირში, დიდი ბრიტანეთი

image



დაწყებითი სკოლა ნაივაშაში, კენია

image



რაჯკუმარის კოლეჯი რაჯკოტში, გუჯარატის შტატში, ინდოეთი

image



დაწყებითი სკოლა ვენეციაში, იტალია

image



წმინდა ავგუსტინეს რომაულ-კათოლიკური სკოლა პალმ-ლუპეში, მონსერატი

image



ალ ხან ალ-აჰმარის დაწყებითი სკოლა, ზონა C, იერიქონი, იორდანეს დასავლეთ სანაპირო

image



დეჩენ პჰოდრანგის სკოლის მოედანი თიმფუში, ბუტანი

image



გომალანდეტის სკოლა კრისტიანსანში, ნორვეგია

image



Paso Payita-ის სათამაშო მოედანი ჩუკისაკაში, ბოლივია

image



Bhakta Vidyashram-ის სკოლის სათამაშო მოედანი კატმანდუში, ნეპალი

image



შოჰეის დაწყებითი სკოლა ტოკიოში, იაპონია

image



ადოლფო ლოპეს მატეოსის დაწყებითი სკოლა მეხიკოში, მექსიკა

image



სამხედრო-საზღვაო ფლოტის სკოლა ლოს-ანჯელესში, აშშ

image



დაწყებითი სკოლა გუანჯოუში, ჩინეთი

image



ასევე დაგაინტერესებთ:

18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს

ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა

საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება

თავზე გაზეთი, ქოლგა და სხვა უჩვეულო მეთოდი, რომელსაც მასწავლებელი გადაწერის თავიდან ასაცილებლად იყენებს

სიტყვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
98