განათლება აზიიდან ევროპამდე: როგორ გამოიყურება სკოლის მოედნები სხვადასხვა ქვეყანაში 4 ივლისი, 14:21 Playground - ასე ჰქვია ჯეიმს მოლისონის ფოტოსერიას. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ბავშვობაზე ფიქრისას შენიშნა, რომ ყველაზე ხშირად იხსენებს სკოლის მოედანს - სიცილის, თამაშის, მხიარული ხრიკების, ასევე პირველი ცრემლის, კონფლიქტის და ჩხუბის ადგილს. გადაწყვიტა ინგლისში, თავის სკოლაში დაბრუნება და იმის ნახვა, როგორ გამოიყურება ახლა ის. ამავდროულად, ახლომდებარე სხვა სათამაშო მოედნების დათვალიერებაც გადაწყვიტა.
ბრიტანულ სკოლებში ნანახმა კონტრასტებმა მისი ცნობისმოყვარეობა გაამწვავა და გადაწყვიტა ენახა, როგორი იყო სკოლის მოედნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. Sacred Heart კათოლიკური საშუალო სკოლა ლონდონში ფოტოპროექტზე მუშაობისას ჯეიმს მოლისონს ბევრი სკოლის ადმინისტრაცია სიფრთხილით და ეჭვის თვალით უყურებდა. იქ, სადაც ნებართვა მიიღო, ბავშვები მაშინვე მასთან მირბოდნენ და ინტერესდებოდნენ, რას აკეთებდა ფოტოგრაფი, შემდეგ ისევ მოედანზე მხიარულ თამაშებს უბრუნდებოდნენ. სოფლის საბჭოს სკოლა ლუდიაში, ინდოეთი ჯეიმსმა გადაიღო სათამაშო მოედნები მთელს მსოფლიოში, დაწყებული ბუტანის მონასტრიდან და კენიის ღარიბი უბნიდან და დამთავრებული იაპონიის და ევროპის ორგანიზებული სკოლებით. სკოლა Valley View ნაირობიში, კენია ფოტოგრაფს სურდა ეჩვენებინა დეტალები, რომლებიც ეხებოდა მის პირად მოგონებებს სკოლის მოედანზე. ამიტომაც მისი ფოტოების უმეტესობა შეიქმნა რამდენიმე კადრის გადაბმით. ფოტოგრაფი ამას მანიპულაციად არ მიიჩნევს, არამედ ამბად იმის შესახებ, რაც უკვე დიდი ხანია იქ არსებობს. სკოლა Shikim Maoz სდეროთში, ისრაელი ფოტოგრაფის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ ნანახი სკოლების უმეტესობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა, გააოცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების ქცევის მსგავსებამ და თამაშებმა, რომელთაც თამაშობდნენ. ჰოლცის სკოლა თელ-ავივში, ისრაელი სტოუნიჰერსტის კოლეჯი ლანკაშირში, დიდი ბრიტანეთი დაწყებითი სკოლა ნაივაშაში, კენია რაჯკუმარის კოლეჯი რაჯკოტში, გუჯარატის შტატში, ინდოეთი დაწყებითი სკოლა ვენეციაში, იტალია წმინდა ავგუსტინეს რომაულ-კათოლიკური სკოლა პალმ-ლუპეში, მონსერატი ალ ხან ალ-აჰმარის დაწყებითი სკოლა, ზონა C, იერიქონი, იორდანეს დასავლეთ სანაპირო დეჩენ პჰოდრანგის სკოლის მოედანი თიმფუში, ბუტანი გომალანდეტის სკოლა კრისტიანსანში, ნორვეგია Paso Payita-ის სათამაშო მოედანი ჩუკისაკაში, ბოლივია Bhakta Vidyashram-ის სკოლის სათამაშო მოედანი კატმანდუში, ნეპალი შოჰეის დაწყებითი სკოლა ტოკიოში, იაპონია ადოლფო ლოპეს მატეოსის დაწყებითი სკოლა მეხიკოში, მექსიკა სამხედრო-საზღვაო ფლოტის სკოლა ლოს-ანჯელესში, აშშ დაწყებითი სკოლა გუანჯოუში, ჩინეთი ასევე დაგაინტერესებთ: 18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება თავზე გაზეთი, ქოლგა და სხვა უჩვეულო მეთოდი, რომელსაც მასწავლებელი გადაწერის თავიდან ასაცილებლად იყენებს სიტყვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია 110 შეფასება არ არის |