x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138445
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
"ისტერია იყო სრული, რაც ყველამ დაიჯერა, რა უბედურებაა ეს! "- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დიმა ობოლაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალაურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციურ არხებს მოუწოდებს სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებს ნუ დაემსგავსებიან და ცრუ ბრალდების გამო დიმა ობოლაძეს საჯაროდ ბოდიში მოუხადონ:


"აღმოჩნდა რომ დიმა ობოლაძეს არ მიუმართავს ბუდუ ზივზივაძისთვის (როგორც თავად ბუდუმ განაცხადა) ჰოდა ეს რაც გუშინ ტვ ეთერში ხდებოდა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ არ გმართებთ “ზოგიერთს”(ბევრს ეხება) ისტერია იყო სრული, რაც ბუნებრივია ყველამ დაიჯერა და უკიდეგანო ლანძღვა მოჰყვა დიმა ობოლაძის მიმართ…


მოქალაქეებს ინფორმაციას როცა აწვდით, როცა ინფორმაციას აწვდით აუდიტორიას ტვ არხები, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აჯობებს, სანამ ადამიანს დაანგრევთ და “დამარხავთ” სახელისუფლო პროპაგანდისტულ არხს ხომ არ უნდა დაემსგავსოთ?! რა უბედურებაა ეს! !!!!!!!


ბუდუ ზივზივაძე ოქრო და ბრილიანტი ხარ, საამაყო ვარსკვლავი !


P.S გამოდით დღეს და ისეთივე რიტორიკით ღია ეთერში ბოდიში მოუხადეთ დიმა ობოლაძეს და მოქალაქეებს, მაყურებელს, ასე ზიანის მომტანი ცრუ ინფორმაციის გაცემის გამო.


წესი და რიგი ასეა !


რასაც ვებრძვით იმას ნუ დავემსგავსებით! ნებსით თუ უნებლიედ, ზუსტად ეს იწვევს ნიღილიზმს და სხვა ინფორმაციაც აღარ ხდება დასაჯერებელი, გაუფასურება ხდება და ეს ასხამს “ოცნების” ანუ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლების წისქვილზე წყალს."- წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

0
709
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
709