საქართველო "ხმა ჩაიგდეთ თქვე ბანძებო"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი 3 ივლისი, 17:56 "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების უკმაყოფილებას მათ მიერ განხორციელებული "ცილისმწამებლური" დამოკიდებულების გამო სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზემოაღნიშნული მედიასაშუალების აღშფოთებულ თანამშრომლებს საჯაროდ მიმართავს:"იმედის ჟურნალისტებმა ცილისწამებაზე ექსკლუზივი მოითხოვეს.ჩვენ რომ ცილს გწამებთ კარგიაო, გვეკუთვნისო.აი თქვენ რომ ჩვენ - nononononono.ხმა ჩაიგდეთ თქვე ბანძებოP.S. ყველა ცილისმწამებლის და დამბრალებლის დამსმელს გავარტყი ჩემდათავად ყველა ბანაკში.სამთავრობო პროპაგანდის ორგანოების ცილისწამებას სულ სხვა განზრახვა აქვს - განგებ იტყუებიან პოლიტიკური ამოცანებისთვის.დიმა ობოლაძის სახალხო ცილისწამება უბრალოდ ადამიანების დრამატიზმითაა გამოწვეული - რეჟიმი ბოროტია, სჭირდებათ ბოროტი რეჟიმის ჩაგრული გმირი, ინსტიქტურად ეძებენ, პოულობენ და ხურდებიან - რისი შედეგიც, ხშირად, ცილისწამებაა "- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი დიმიტრი ობოლაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას მოყვა, რომელმაც გუშინ გამართულ ღონისძიებაზე თითქოსდა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და საზოგადოებას მოუწოდა ობოლაძეზე უარყოფით კომენტარებისგან თავი შეიკავონ.ამ თემაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა დიმა ობოლაძემაც."ახლა მოვრჩით საღამოს და სქრინებს მიყრიან, ბუდუს ვუთხარი მე თურმე, სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს? მსგავსი არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან.შეიძლება სხვას ვუთხარი. უნდა გამოსულიყო ლევან კობიაშვილი სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება მას ვუთხარი. მახსოვს, მას ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ? და (პასუხი იყო) არა. მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რას იგონებთ?!670 შეფასება არ არის |