x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
"ხმა ჩაიგდეთ თქვე ბანძებო"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების უკმაყოფილებას მათ მიერ განხორციელებული "ცილისმწამებლური" დამოკიდებულების გამო სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზემოაღნიშნული მედიასაშუალების აღშფოთებულ თანამშრომლებს საჯაროდ მიმართავს:


"იმედის ჟურნალისტებმა ცილისწამებაზე ექსკლუზივი მოითხოვეს.


ჩვენ რომ ცილს გწამებთ კარგიაო, გვეკუთვნისო.


აი თქვენ რომ ჩვენ - nononononono.


ხმა ჩაიგდეთ თქვე ბანძებო ????


P.S. ყველა ცილისმწამებლის და დამბრალებლის დამსმელს გავარტყი ჩემდათავად ყველა ბანაკში.


სამთავრობო პროპაგანდის ორგანოების ცილისწამებას სულ სხვა განზრახვა აქვს - განგებ იტყუებიან პოლიტიკური ამოცანებისთვის.


დიმა ობოლაძის სახალხო ცილისწამება უბრალოდ ადამიანების დრამატიზმითაა გამოწვეული - რეჟიმი ბოროტია, სჭირდებათ ბოროტი რეჟიმის ჩაგრული გმირი, ინსტიქტურად ეძებენ, პოულობენ და ხურდებიან - რისი შედეგიც, ხშირად, ცილისწამებაა ???? "- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი დიმიტრი ობოლაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას მოყვა, რომელმაც გუშინ გამართულ ღონისძიებაზე თითქოსდა ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გამოეხმაურა, ფეხ­ბურ­თე­ლმა განაცხადა, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და ობო­ლა­ძე­ზე უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.



ამ თე­მა­ზე ვი­დეომი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა დიმა ობო­ლა­ძე­მაც.


"ახლა მოვ­რჩით სა­ღა­მოს და სქ­რი­ნებს მიყ­რი­ან, ბუ­დუს ვუ­თხა­რი მე თურ­მე, სი­ტყვას არ გაძ­ლე­ვო. ზღვა­რი ხომ აქვს ყვე­ლა­ფერს? მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა, სა­ერ­თოდ არ მქო­ნია ასე­თი კონ­ტაქ­ტი ბუ­დუს­თან.


შე­იძ­ლე­ბა სხვას ვუ­თხა­რი. უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი სი­ტყვით, აღარ გა­მო­ვი­და და შე­იძ­ლე­ბა მას ვუ­თხა­რი. მახ­სოვს, მას ვკი­თხე, სი­ტყვით არ გა­მო­დი­ხარ? და (პა­სუ­ხი იყო) არა. მორ­ჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუ­დუს ვუ­თხა­რი, ხალ­ხო, რას იგო­ნებთ?!







0
670
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
670