x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
არასტანდარტული მოდელები, რომლებმაც ჩვენი სამყარო შეცვალეს
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




image



მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.






პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.




მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?




ამ გოგონებმა და ქალბატონებმა დაამტკიცეს, რომ სილამაზეს არ აქვს სტანდარტები და ისინი გახდნენ მაღალანაზღაურებადი მოდელები, თუმცა მანამდე მათ არასტანდარტული გარეგნობის გამო უამრავი შეურაცხყოფის ატანა მოუწიათ.




არასტანდარტული მოდელები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი სამყარო




1. ჯორჯია ტრაბერტი. image

ეს ამბავი ბრაზილიაში იმ ფოტოთი დაიწყო, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე 14 წლის გოგონას დედამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჯორჯია ტრაბერტს მოუტანა პოპულარობა და კონტრაქტი ხუთ სამოდელო სააგენტოსთან. ”მე მივატოვე ჩემი კარიერა, რათა თავი მთლიანად მიმეძღვნა ჩემი ქალიშვილისთვის და, როგორც ხედავთ, ამან იმუშავა!” - თქვა გოგონას დედამ.





2. ვიქტორია მოდესტა. image

მოდელის ნამდვილი სახელია ვიქტორია მოსკალევა. დაიბადა დაუგავპილსში, სადაც სამშობიაროში, სამედიცინო შეცდომის შედეგად, მარცხენა ფეხის თეძოს მძიმე დაზიანება მიიღო. მოდესტას ჩაუტარდა მრავალი ოპერაცია, თუმცა, თითქმის ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1999 წელს ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, 2007 წელს კი ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტა. ამის შემდეგ მას წარმატება ეწვია - ახლა ალტერნატიულ მოდელს ბევრი შეკვეთა აქვს. ვიქტორია ფოტოსესიებში იყენებს 8 სხვადასხვა პროთეზს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და უჩვეულო დამზადებულია კონუსის ფორმით.





3. ვინი ჰარლოუ. image

შანტელ ბრაუნ-იანგი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ფსევდონიმი ვინი ჰარლოუ, დაიბადა 1994 წელს ტორონტოში. გოგონას ქრონიკული ვიტილიგოს დიაგნოზი დაუსვეს, რაც იწვევს კანის ზოგიერთ უბანზე პიგმენტის დაკარგვას. თანატოლების მხრიდან დაშინებამ და დაცინვამ აიძულა იგი რამდენჯერმე შეეცვალა სკოლა და თვითმკვლელობაზეც კი ეფიქრა. პოპულარულმა წამყვანმა ტაირა ბენკსმა, რომელმაც მისი ფოტო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ვინი შოუშიც მიიწვია, სადაც გოგონა ფინალში გავიდა და მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. პროექტის შემდეგ ჰარლოუ გადაიღეს ესპანური ტანსაცმლის ბრენდისთვის Desigual. ასე დაიწყო მისი, როგორც ტოპ მოდელის კარიერა.





4. ანჟელა როკვუდი.

image

ანჟელა ბოლო 20 წელია პარაპლეგიით ცხოვრობს. დამწყები მოდელისა და მსახიობის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო უბედური შემთხვევა. თავიდან, ტრაგედიის შემდეგ ანჯელას დეპრესია დაეწყო, მაგრამ დასტინ ნგუენმა, ანჟელას საქმრომ, მას ცოლობა სთხოვა და ლამაზი ქორწილი გადაიხადეს. 2006 წელს მათ შეეძინათ შვილი.


„გამიჩნდა აზრი, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც მიზნით, მისიით ვიყავი. მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გამეკეთებინა: გავმხდარიყავი მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან და მათი ხმა გავხდე“ - ამბობს ანჟელა. მაღაზია Nordstrom-ი ეძებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოდელებს და როკვუდმა ფოტოები სააგენტოს გაუგზავნა. ეს თანამშრომლობა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ანჟელასთვის სამოდელო ინდუსტრიაში დასაბრუნებლად.





5. მაშა ტელნა. image


რამდენიმე წლის წინ ხარკოვიდან 16 წლის გოგონა ერთ-ერთი ადგილობრივი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა შენიშნა. მაშა ტელნას პირველი ფოტოსესია სწორედ იმ ასაკში ჰქონდა და არატრადიციული გარეგნობის წყალობით გოგონა სამუშაოდ მიიწვიეს ფრანგულ სამოდელო სააგენტო Women-ში.


მისი კარიერა სწრაფად აყვავდა - მიიღო უამრავი შეთავაზება. მას არაერთხელ უწოდეს "სლავური ელფი" და "ლამაზი უცხოპლანეტელი". ახლა მან დატოვა სამოდელო ბიზნესი, დაქორწინდა, შეეძინა ვაჟი და თავს მშვენივრად გრძნობს, როგორც დიასახლისი, ცოლი და დედა.





6. მოფი მოდელო. image

უბრალო ინგლისელი გოგონა, სახელად მოფი, პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე ჟურნალ 'POP'-ის გარეკანზე. ამბობენ, რომ იგი ამ საკულტო პუბლიკაციაში შემთხვევით მოხვდა, მისი მეგობრის რეკომენდაციით. მოგვიანებით, სამოდელო სამყაროს ახალმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ მანამდე არასოდეს პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის და მისთვის ეს ახალი და წარმოუდგენლად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. 2013 - ში გააფორმა კონტრაქტი სამოდელო სააგენტო "Storm Models"-თან, რომელიც მანამდე ქეით მოსის კარიერას ეწეოდა.






7. ტეს ჰოლიდეი. image

ტეს მანსტერი, რომელმაც გვარი შეიცვალა და ჰოლიდეი გახდა, დაიბადა 1985 წელს მისისიპში. მისი ოცნებები, გამხდარიყო მოდელი, დაარღვია იმ სტანდარტებმა, რომლებიც მაშინ იყო მიუღებული მოდის ინდუსტრიაში, რადგან ის ბავშვობიდანვე იყო ჭარწონიანი. თანატოლების დაცინვის გამო ჩვიდმეტი წლის ასაკში სკოლაც კი მიატოვა. ”დიდი დრო დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავი ბავშვობის ყველა დამცირების შემდეგ” - აღიარა ჰოლიდეიმ. ამ დრომდე ის ასობით ნეგატიურ კომენტარს იღებს, თუმცა ახლა ვერავის ძალუძს ამ ლამაზმანის აღშფოთება: „მიმიფურთხებია, თუ ჩემი სხეული გაშფოთებთ“ – პასუხობს პლუს ზომის მოდელი თავის კრიტიკოსებს.



0
354
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0