კულტურა
იცით, რატომ იხატავენ მუსლიმი კაცები თვალებს?
3 ივლისი, 13:08
თუ აღმოსავლეთის ქვეყნების ზოგიერთი მამრობითი სქესის წარმომადგენლის თვალებს ყურადღებით დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათ ისინი ქალების მსგავსად ფანქრით აქვთ შეღებილი. რატომ იღებავენ მუსლიმი კაცები თვალებს? ან რისთვის სჭირდებათ მათ ეს? საღებავს, რომელსაც მუსლიმები თვალზე ისვამენ, კაიალს უწოდებენ. ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ანტიმონს ნიშნავს.
დღეს კაიალის ქვეშ კოსმეტიკური ფანქარი იგულისხმება. ადრე მას ჩვეულებრივ ანტიმონის გამოყენებით ამზადებდნენ. ანტიმონი - გახლავთ მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ნახევრადმეტალი მოლურჯო ელფერითა და მსხვილმარცვლოვანი სტრუქტურით. ძველი ეგვიპტელები სტიბიუმს თვალის ლაინერისთვის 5 ათასი წლის წინაც კი იყენებდნენ. ცნობილია, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი, ადრეულ მუსლიმ მწერლებს, რომლებიც წერდნენ ბიოგრაფიულ კრებულებს მისი მოღვაწეობის შესახებ, რომლებიც ჰადისის სახელით არის ცნობილი, მათ დასაწერად სწორედ ანტიმონის გამოყენებას ურჩევდა.
მე-9 საუკუნის მაჰმადიანი მწერალი ან-ნასაი ჰადისების კრებულში "სუნან ან-ნასაი" წერს: ალლაჰის მოციქულმა თქვა: "კაიალის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობა, რომელსაც იყენებთ - ანტიმონია. ის აუმჯობესებს მხედველობას და ზრდის წამწამებს." მე-9 საუკუნის მუსლიმი მწერალი აბუ დაუდი იგივეს წერდა "სუნან აბუ დაუდში": "სამოსს შორის თეთრი ჩაიცვით, რადგან ის საუკეთესოა თქვენს სამოსელში, და გაახვიათ მასში თქვენი მიცვალებულები. თვალის ჩახატვისთვის კი საუკეთესო პროდუქტი - ანტიმონია. ის აუმჯობესებს მხედველობას და ხელს უწყობს წამწამების ზრდას".
ამ რეკომენდაციებს იმეორებენ მუსლიმი ღვთისმეტყველებიც. ამრიგად, ისლამში ანტიმონის გამოყენება აუცილებელია მხედველობის გასაუმჯობესებლად და წამწამების ზრდისთვის. მიიჩნევა, რომ ანტიმონი იცავს თვალებს მტვრისგან და დაბინძურებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უდაბნოში. ანტიმონი ასევე განკუთვნილია თვალების დასატენიანებლად და დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად. ფიზიოლოგიური თვისებების გარდა, ანტიმონი გამოიყენება ასევე როგორც კოსმეტიკური საშუალება, რასაც იბნ აბასის ჰადისებიც მოწმობს. წინასწარმეტყველ მუჰამედს ჰქონდა სპეციალური სათავსი ანტიმონისთვის და ძილის წინ მას თითოეული თვალისთვის სამჯერ იყენებდა.
ანტიმონს არა მხოლოდ მუსლიმი მამაკაცები იყენებენ. მას თვალების დასახატად ასევე ინდოელი მამაკაცებიც მიმართავენ, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთით. ანტიმონი თვალებს კონტრასტულს ხდის, შესაბამისად, ისინი უფრო გამომხატველი ხდება, რაც შეიძლება საპირისპირო სქესს მოეწონოს, თუმცა არსებობს მტკიცებულება მის საეჭვო სარგებლიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან შესაძლოა ანტიმონი ფარისებრ ჯირკვალში დაგროვდეს და ხელი მის გადიდებას შეუწყოს. ასევე, კაიალის შექმნისას გამოიყენება ტყვიის სულფიდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და კატარაქტა, არსებობს ასევე მტკიცებულება იმისა, რომ კაიალს არ აქვს მავნე ზემოქმედება, მიუხედავად ამისა, თუ მაინც გადაწყვეტთ ამ საშუალების გამოყენებას უმჯობესია სპეციალისტს მიმართოთ.