x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
რატომ იყო სტალინი უკმაყოფილო ნიურნბერგის პროცესის შედეგებით?

ნაცისტური დამნაშავეების მომავალ ბედზე მსჯელობისას, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი უ. ჩერჩილი დაჟინებით მოითხოვდა სიკვდილით დასჯას, ყოველგვარი გამოძიების და სასამართლოს გარეშე. სტალინი კი, კანონის შესაბამისად მოქმედების მომხრე იყო. შედეგად, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა გადაწყდა. თუმცა, ნაცისტი პოლიტიკოსების და სამხედრო პირების მხოლოდ მცირე ნაწილი გაასამართლეს. გარდა ამისა, დაუსჯელები დარჩნენ ბიზნესმენებს, რომლებმაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოიყვანეს და მასთან, ომის პერიოდშიც თანამშრომლობდნენ.


თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ


გერმანიის ბიზნეს–ელიტიდან, სამხედრო დამნაშავეებთან ერთად, განსასჯელთა სკამზე გერმანიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი ჰიალმარ შახტი აღმოჩნდა. ნიურნბერგის სასამართლო პროცესების მსვლელობისას, მან საუბარი სპონსორობაზე დაიწყო, რომლებიც ჰიტლერს წლების მანძილზე ეხმარებოდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკული ინდუსტრიული გიგანტების Ford-ის და General Motors-ის ხელმძღვანელები, ბრიტანული ბანკის მმართველი ნორმან მონტაგუ და ა. შ. დასავლელმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ გააფორმეს მასთან გარიგება და საბჭოთა წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, დუმილის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.


image1933 წლის ზამთარში, სწორედ ჰიალმარ შახტმა მოაწყო შეხვედრა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის


გერმანულ ბიზნეს–ელიტასთან შეხვედრაზე, ახლად გამომცხვარმა კანცლერმა, საათ ნახევრის მანძილზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე და კომუნისტური საფრთხის შესახებ ისაუბრა. და კიდევ იმაზე, რომ ქვეყანაში წესრიგის დამყარება, მხოლოდ ნაცისტურ პარტიას შეეძლო. როდესაც მან, სამხედრო გაძლიერების გზით, გერმანიის ეკონომიკური აღორძინების შესახებ გამოაცხადა, შეკრებილმა ბიზნესმენებმა სკეპტიციზმი, მისადმი სიმპათიით შეცვალეს. მათ, სამხედრო შეკვეთების ხარჯზე, ზე მოგების მიღების შესაძლებლობა მაშინვე დაინახეს... და იმავე დღეს, ნაცისტების ხაზინაში ორ მილიონზე მეტი რაიხსმარკა ჩაირიცხა.


საერთო ხედვაზე დამყარებული პარტნიორობა


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიტლერს მხარს, მხოლოდ გერმანული კომპანიების მფლობელები კი არა, უცხოელებიც უჭერდნენ. ისინი ვერმახტს, ყველა საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფდნენ, იარაღით და ტექნიკით ამარაგებდნენ, რომლითაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.


imageინგვარ კამპრადი, თავისივე დაფუძნებული კომპანიის ფასადის ფონზე


კომპანია IKEA–ს დამფუძნებელი, ნაციზმის იდეებით განიმსჭვალა და პროფაშისტურ ორგანიზაციას შეუერთდა. მან თანამოაზრე ნაცისტებთან კონტაქტი, 1950-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნა. ხოლო, როდესაც მისი მიმოწერა, ერთ-ერთ ნაცისტთან, შემთხვევით "ამოტივტივდა", მან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, საჯაროდ დაიწყო მონანიება...


imageამერიკელები Nestle–ს სვამდნენ, ხოლო ვერმახტის ჯარისკაცები მაგის ბულიონებს, ნესტლეს შვილობილი კომპანიისგან


კომპანია Nestle–მ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი პროდუქციით, როგორც მოკავშირეებს, ისე ვერმახტს ამარაგებდა. მხოლოდ სტიკერები იყო განსხვავებული...


imageფრანგული კოსმეტიკური კომპანიის – L'Oreal–ს დამფუძნებელი ეჟენ შულერი ჰიტლერის აქტიური მხარდამჭერი იყო


როდესაც ნაცისტებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს, შულერის ბიზნესმა "აყვავება" დაიწყო. მან წინდახედულობა გამოიჩინა და ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლების ფინანსური დახმარება დაიწყო. ამიტომ, ბიზნესის გაგრძელება ომის შემდეგაც შეძლო.


imageSS–ის ყოფილი ოფიცერი ოტო ბაისჰაიმი – Metro–ს დამფუძნებელი


ოტო ბაისჰაიმი SS–ის დივიზიონში მსახურობდა და მისი კურატორი პირადად ჰიტლერი იყო. ომის შემდეგ, მან მაღაზიათა ქსელი Metro Cash & Carry–ი დააარსა, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო კომპანიების პირველ ხუთეულში შევიდა. ითვლება, რომ მას ფინანსური დახმარება SS საძმომ გაუწია.


imageგერმანული სამხედრო ფორმების ნიმუშები Hugo Boss-ისგან


ჰუგო ბოსი ნაცისტურ ორგანიზაციაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შევიდა. ამის წყალობით, მან სამხედრო ფორმების შეკერვის შეკვეთები მიიღო. მის საწარმოებში ტანსაცმელი, როგორც SS–ის განყოფილებებისათვის, ისე ვერმახტის რიგითი ჯარისკაცებისთვის იკერებოდა. ომის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოსს ჯარიმის სახით, 80 ათასი მარკი გადახდა დაეკისრა.


ომი ბიზნესს ვერ შეაფერხებს...


ჰიტლერის ყველაზე დიდი სპონსორები კი, ოკეანის გადაღმელი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მაგ., 30–იან წლებში, ამერიკული ბანკი JPM მორგანი ნაცისტებს მრავალმილიონიანი კრედიტის მიღებაში დაეხმარა.



imageჰენრი ფორდი ნაცისტებისგან უმაღლეს ჯილდოს იღებს


ფორდის სატვირთო ავტომობილები, ამ სახის ტრანსპორტზე, ვერმახტის მოთხოვნილების მესამედს უზრუნველყოფდნენ. კომპანიის გერმანულ ქარხნებში, ომის დროს, სამხედრო და საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეები მუშაობდნენ.

კომპანია Kodak–ი, თავის გერმანულ საწარმოებში, ვერმახტისთვის, დეტონატორებს, ასაფეთქებელ და სხვა საომარ პროდუქციას აწარმოებდა.

და ბოლოს, ნაცისტები მთელი ომის პერიოდში, "ფანტას" სვამდნენ, რომელიც კომპანია კოკა–კოლას ქარხნებში იწარმოებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სიკვდილი – სიცოცხლის დასასრული კი არა, მხოლოდ გადასვლის წერტილია

* ატლანტების კვალი – მტკიცებულება, რომ დედამიწაზე 90 000 წლის წინ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



3
218
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
218
  
ვითომ მაჩაბალს
ან ნიკი გამოიცვალე ანდა რეალობასთან ახლოს არსებულ ინფორმაციებს გაეცანი და მორჩი ჭორაობას.
სად წერია მოლოტოვ-რიბენტროპის აქტში პოლონეთის გაყოფა, რომელ მუხლში?!
5 ივლისი, 18:57
კოკა-კოლას და ფორდს რაც შეეხება: ომის დროს არანაირი კავშირი აღარ ჰქონდათ გერმანიასთან. ეს სტატია. ისევე როგორც ამ ავტორის სხვა სტატიები, რუსული პროპაგანდისტული მასალაა, საკმაოდ მოძველებული და დიდი ხნის წინ გაბათილებული
5 ივლისი, 18:52
თვით სტალინიც აქტიურად მხარს უჭერდა და ამარაგებდა ფაშისტურ გერმანიას მაგ წლებში ამ ბიზნესმენებთან ერთად, უფრო მეტიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეთანხმდნენ პოლონეთის დაპყრობასა და გაყოფაზე, ამზადებდა გერმანელ პოლოტებს და ტანკისტებს. და საერთოდ დიდი ნაძირალა ტიპი ბრძანდებოდა
0 1 3