ტენდენციები კიმ კარდაშიანი მერილინ მონროს იმიჯს ვერ ეშვება(ფოტოები) 1 ივლისი, 17:16
კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე " კადრები გამოაქვეყნა ახალი ფოტოსესიიდან . რეალითი სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი თეთრ პარიკში პოზირებს, რის გამოც მომხმარებელებს უმალ მერილინ მონრო მოაგონა, თან რამდენიმე ნიუანსით: ლეოპარდის პრინტით საცურაო კოსტუმი და ნიღაბი, "შიშველი" ბადე-კაბა, მინიკაბა, ფუმფულა ბეწვის ქურთუკი და სხვა.
ტელეპერსონა უბრალოდ შეპყრობილია 50-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავით. როგორც ჩანს, მერილინ მონროს იმიჯს კიმ კარდაშიანი ვერ ეშვება. სავარაუდოდ ტელედივა ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ის საერთოდ არ ჰგავს 1950-იანი წლების ამერიკის კერპს. კიმმა არაერთხელ სცადა ვარსკვლავის მიბაძვა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გაწბილებული დარჩა. ყველას ახსოვს, როცა მან მოირგო მერილინ მონროს ის ცნობილი კაბა, რითაც მან პრეზიდენტ კენედის მიულოცა 45-ე დაბადების დღე და სექსუალურად წაიღიღინა «Happy Birthday, Mr. President», ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ კარდაშიანმა თავის უზომო უკანალის წყალობით გაარღვია ძვირფასი ლეგენდარული სამუზეუმო კაბა. მაგრამ კარდაშიანი ასე მარტივად არ ნებდება, დროდადრო აწყობს ფოტოსესიებს 50-იანი წლების ქერა ლამაზმანის იმიჯით. როგორც ჩანს, მისი ბოლო ფოტოსესია ამავე სერიიდანაა, თუმცა გამჭვირვალე კაბას ლეოპარდის პრინტის ტრუსებიც დაემატა. ინტერნეტმომხმარებლებს რეალურად დიდად არ გაჭირვებიათ გამოეცნოთ, თუ ვის გამოსახვას ცდილობდა კიმი ამ ფოტოსესიაში. თუმცა ქსელის ექს-საბჭოთა სეგმენტს კარდაშიანია ამ იმიჯმა ირინა ალეგროვა მოაგონა მის საუკეთესო წლებში. 89 1-ს მოსწონს
|