x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ ატარებენ შვებულებას ცნობილი სუპერმოდელები

image


ტემპერატურა არა მხოლოდ თქვენს ფანჯრებს მიღმა, არამედ ამ მშვენიერი ქალბატონების შემხედვარე თქვენს ოთახებშიც იზრდება. ასე, რომ ფრთხილად, მათი ფოტოების თვალიერებისას შემთხვევით დამწვრობა არ მიიღოთ!


imageimageimage


ემილი რატაკოვსკი - მშვენიერი იდეა მაქვს სერიალიასთვის - "ემილი მინდორში". მთავარი გმირი და გადაღების ლოკაცია უკვე შერჩეულია.


imageimageimage


კენდალ ჯენერი -როგორც ჩანს, კენდალის დევიზია: "მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა". მოდელი შვებულების დროსაც კი არ ისვენებს. აბა, რა ვიღაცამ ხომ უნდა წარადგინოს ბიკინის ახალი კოლექციები.


imageimageimage

ჯიჯი ჰადიდი - უფროსი ჰადიდი სრულ "ჩილის" ირჩევს. ზღვა, ქვიშა, საუცხოო დელიკატესები და უახლოესი მეგობრები - ნუთუ შესაძლებელია უკეთესი შვებულების მოფიქრება?


imageimageimage


ჰეილი ბიბერი - ჯასტინ ბიბერის მეუღლეც ასევე ეფიცხება მზეს, და მორიგ ჯერზე კვლავ შეგახსენებთ: ნუ დაივიწყებთ SPF-ის საცხის სახეზე დატანებას!



imageimageimageimageimage

ირინა შეიკი - დროა მოდელმა საკუთარი სამოგზაურო შოუს წაყვანაზეც იფიქროს, ვინაიდან ის შვეულების დროსაც კი ყოველთვის ყველაზე საინტერესო და კრეატიულ აქტივობებს პოულობს.


imageimageimage


იზაბელ გულარი - იზაბელ გულარი შვებულებაშიც კი არ წყვეტს თავისი იდეალური სხეულის ფორმებზე ზრუნვას. სელებრითის ფიგურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იოგა სუფთა ჰაერზე შესანიშნავ შედეგებს იძლევა.


imageimage


ჰაიდი კლუმი - ჯგუფ "Tokio Hotel"-ის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიპოვე. ჰაიდი კლუმი მეუღლის არც ერთ კონცერტს არ ტოვებს.


imageimageimageimage

როზი ჰანტინგტონ-უაიტლი - გამოცდილ ტურისტებს ჯეისონისა და როუზისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ეს ვარსკვლავური წყვილი აქტიურ დასვენებას მხოლოდ საუცხოო ადგილებში გეგმავს.


imageimageimageimage

ალესანდრა ამბროსიო - ნებისმიერ საქმეში მთავარია - დროის სწორად განაწილება. აი, ალესანდრა ამბროსიოს საკუთარი განრიგი საათობრივად აქვს გაწერილი: დილით - სანაპირო, საღამოს კი - იახტა.








0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242