x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორი იყო და როგორი გახდა – 3D ნახატები შენობის ფასადებზე

ქუჩის მხატვრების ზოგიერთი ნამუშევარი, უბრალოდ, გასაოცარია! ისინი თავიანთ ნამუშევრებში, აქტიურად იყენებენ ოპტიკურ ილუზიებს და ქალაქის მოსაწყენ პეიზაჟებს გარდაქმნიან და უნიკალურს ხდიან.

ქუჩაში სამგანზომილებიანი გამოსახულებები, ნახატის დეფორმაციის ტექნიკის გამოყენებით იქმნება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, სურათი კი არა, — ნამდვილი ქანდაკებაა.

ოპტიკური ხელოვნება (optical art) — მხატვრული მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა. ხოლო, ქუჩის მხატვრობაში, ეს მიმართულება, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა და პოპულარული ამ საუკუნის დასაწყისში გახდა. მაგრამ, წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა რთულია, რადგან ევოლუცია, დროთა განმავლობაში გაიარა და განვითარდა.

ქუჩის მხატვრობაში, ოპტიკური ილუზიის მიმართულებას არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავს და მათ შორის, ედგარ მიულერი (ედგარ მიულერი), კაიფა კოზიმო (Caiffa Cosimo), სერხიო ოდეიტი (Sergio Odeith), პატრიკ კომესი (Patrick Commecy) არიან. აქ სწორედ, რამდენიმე ნიმუშს წარმოგიდგენთ ამ უკანასკნელის შემოქმედებიდან.


«20 000 წელი წყლის ქვეშ», კანი, საფრანგეთიimage


«ჟან-მარ კორდიე», ბეზიერი, საფრანგეთიimage


«კამილ სენ-სანსი», ბეზიერი, საფრანგეთიimage


პატრიკ კომესის ნამუშევრებზე ხშირად შეგიძლიათ ნახოთ, ცნობილი ადამიანების გამოსახულება: მსახიობები, კომპოზიტორები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და ა.შ.


«აკვარიუმი», ლევალუა-პერე, საფრანგეთიimage


ფართომასშტაბიანი პროექტების შექმნისას, პატრიკს კედლის სხვა მხატვრები ეხმარებიან. ხოლო ტურისტს, ასეთი ნამუშევრის დეტალურად დათვალიერებისას, შეიძლება, არაერთი საათი დასჭირდეს!


ქვემოთ სწორედ, ასეთი ნამუშევრის 2 ფრაგმენტია წარმოდგენილი: პირველს მხატვარმა «ვარსკვლავების აივანი» დაარქვა, მეორე ფოტოზე კი, «ბეტმენი და ჯოკერია», პროექტიდან – «კინოთეატრი კანი».image


«მერილინი», კანი, საფრანგეთიimage


«კინოთეატრი ლევალუა», ლევალუა-პერე, საფრანგეთიimage


ხშირად, ამ თვალწარმტაცი ფრესკების ყურებისას, შეგიძლიათ ნახოთ სცენები დახატული ადამიანებით, რომელიც ფრანგების ყოველდღიურობას გვაჩვენებს.


«რომეო და ჯულიეტა», ლევალუა-პერე, საფრანგეთიimage


«მსახიობთა კაფე», ლევალუა-პერე, საფრანგეთიimage


«მეღვინეობის აღდგენა», ბეზიერი, საფრანგეთიimage


«ანტუან ემილ მულენის ადგილი», ბეზიერი, საფრანგეთიimage


«აყვავებული ლევალუა», ლევალუა-პერე, საფრანგეთიimage



imageარხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სული უკვდავია და სიკვდილის ზღურბლს მიღმა – სიცოცხლე არსებობს

* მან 4 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ჩემპიონი 3–ჯერ გახდა

* როდის გაჩნდა შეერთებულ შტატებში, მთელი მსოფლიოს მართვის იდეა?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0