x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჟურნალისტი, ქალთა თანასწორუფლებიანობის მოტივით, ქუჩებში შიშველი მკერდით დადის
image

კანადელმა ჟურნალისტმა ქალთა თავისუფლებისათვის მკერდი მოიშიშვლა ნიუ-იორკის ქუჩებში.


კანადელმა ჟურნალისტმა საკუთარ თავს გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ექსჰიბიციონისტი უწოდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

image


36 წლის ახალი ამბების წამყვანმა ეილა ადამსმა ერთი თვე გაატარა ნიუ-იორკში, აშშ. მისი მოგზაურობის შედეგი იყო ფოტოები სოციალურ ქსელებში, რომლებშიც იგი მკერდს იშიშვლებს საზოგადოებრივ ადგილებში.


ადამსის თქმით, ის ცდილობს ქუჩებში შიშველი მკერდით სიარული ნორმად გახადოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. მან აღიარა, რომ არ ესმის შიშველი სხეულების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.

image

ჟურნალისტის თქმით, ის სხვების წინაშე არა მხოლოდ გასართობად, არამედ ქალების თავისუფლებისთვისაც იშიშვლებს მკერდს.


„თუ მამაკაცებს შეუძლიათ პერანგების გარეშე სიარული, ყოველგვარი განსჯის გარეშე, მაშინ ქალებმაც იგივე უნდა გააკეთონ“, - დასძინა მან.


ადამსის შიშველ პერფორმანსებს ძირითადად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ იყო გარკვეული კრიტიკაც.

image

„თუ ვინმეს არ მოსწონს, ნუ მიყურებს. ადამიანების უმეტესობა ვერც კი ამჩნევს, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ თუ ამჩნევენ, ჩვეულებრივ იღიმებიან, ცერა თითს სწევენ და იცინიან“, - თქვა ქალმა.


უხერხულ მომენტებიც შეექმნა ჟურნალისტს, მაგალითად, როცა ლიფტში გაიხადა. ის ცდილობდა ფეხი აეწია და კედლისთვის მიეყრდნო, როცა ლიფტში მამაკაცი შევიდა. ადამსის თქმით, ის უხერხულ მდგომაროებაში ჩავარდა, სანამ ის საჭირო სართულზე არ ჩავიდა.


ქალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავს ვერ მისცემს უფლებას გაშიშვლდეს ნებისმიერ საჯარო ადგილებში, იგი პატივს სცემს ეროვნული მნიშვნელობის მემორიალებსა და ღირსშესანიშნაობებს.

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0