სხვა არ დაიჯერებთ, მაგრამ ტელევიზორის დინსტანცურ პულტს 60 წელი შეუსრულდა 29 ივნისი, 14:07 ![]() ![]() ოფიციალურად კი დისტანციური მართის პულტის დაბადების დღედ ითლება 1964 წლის 29 ივნისი. ამერიკელმა გამომგონებელმა რობერტ ადლერმა შექმნა დისტანციური მართვის პულტი ტელევიზორებისთვის ეს იყო დისტანციური მართვის პანელი, რომელიც დაკავშირებული იყო კაბელით რადიო მიმღებთან. დისტანციური მართვის ღილაკზე დაჭერით იკვრებოდა აქტივატორის კვების წრე. სხვათა შორის, ადლერმა თავისი გამოგონებიდან მხოლოდ ერთი დოლარი გამოიმუშავა. დისტანციური მართვის პულტი არის ელექტრონული მოწყობილობა დისტანციური მართვისთვის.. სტრუქტურულად, დისტანციური მართვის პულტი, როგორც წესი, არის პატარა ყუთი, რომელიც შეიცავს ელექტრონულ სქემას, სამართავ ღილაკებს და ენერგიის ავტონომიურ წყაროს. ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობების დისტანციური მართვისთვის: ტელევიზორები, კონდიციონერები და სხვა აუდიო-ვიდეო აღჭურვილობა. ![]() ასევე ლამპური რადიოების დისტანციური მართვის დანერგვის პირველი მცდელობები გაკეთდა 1930-იანი წლების ბოლოს გერმანიაში. ადლერი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა - 1941 წლიდან 1999 წლამდე - Zenith Corporation-ში. სწორედ Zenith-მა შექმნა ტელევიზორის პირველი დისტანციური მართვის პულტი 1950 წელს. ამ სადენიანი დისტანციური მართვის პულტს ერქვა "ზარმაცი" და საშუალებას გაძლევდათ მხოლოდ ჩაგერთოთ და გამორთოთ ტელევიზორი, ასევე შეცგეცვალათ არხები. 1956 წელს ადლერის წინადადებით გამოვიდა Space Command უკაბელო დისტანციური მართვის პულტი, რომელიც გადასცემდა საკონტროლო სიგნალებს ულტრაბგერითი საშუალებით. ![]() რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, ეს ფუფუნება საკმაოდ გვიან .მხოლოდ 1985 წელს დადგა, ლიტვურ ტელევიზორ "შილიალისზე", რომელიც მუდამ დეფიციტში იყო, ასევე ბევრმა შეიძლება არც იცოდა, რომ 1970-1980-იან წლებში გამოშვებულ ტელევიზორებს ჰქონდა სპეციალური როზეტი წარწერით ДУ(დისტანციური მართვა), ანუ ცალკე უნდა გეყიდათ კაბელიანი მართვის პულტი, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო და ამასთანავე ძნელად იშოვებოდა. ![]() 30 2-ს მოსწონს
|