x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
როგორ მივიდა (მიიყვანეს)პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე
image

130 წლის წინ, 1894 წლის 29 ივნისს დაიბადა, პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი, "ცისფერყანწელთაგან" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პაოლო იაშვილი, იგი მწერლებს შორის პირველი იყო, რომელიც 1937 წლის რეპერესიებს შეეწირა, თუმცა მცირე სხვაობით, მან თავად დაასწრო წითელ ტერორს და მწერალთა სახლში თავი მოიკლა 1937 წლის 22 ივლისს.




პაოლო იაშვილი იყო ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც საქართველო სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო.მეტიც, მას რე­ჟი­მი და მწე­რალ­თა კავ­ში­რი აი­ძუ­ლებ­და, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რეპ­რე­სი­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ




ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.





''- ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიციან ტაბიძესაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”, – იგონებდა შალვა აფხაიძე.



"საქართველოს ბოლშევიკების მე-10 ყრილობის შედეგების განსახილველად მოწვეული საბჭოთა მწერლების კრება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, კატეგორიულად მოითხოვა მწერლების, მ.ჯავახიშვილის, პ.იაშვილის, კ.გამსახურდიას, და სხვებისგან გულწრფელად და სიმართლით ეთქვათ სამწერლო საზოგადოებისათვის თავიანთი კავშირის შესახებ ხალხის საზიზღარ მტრებთან-კონტრრევოლუციურ ტროცკისტებთან"(ლიტ.საქართველო-10 ივნისი, 1937წ)






მოზღვავებულ წნეხს პოეტმა ვეღარ გაუძლო და არჩევანის წინაშე დადგა, ან დალოდებოდა მოსალოდნელ სასჯელს, ან თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას.


თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე პაოლომ ქა­ლიშ­ვილს წერილი და­უ­ტო­ვა:


"ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­დი­კო! ჩემო შვი­ლო, ჩემო კარ­გო მა­მი­კო, ჩემო სი­ხა­რუ­ლო და ბედ­ნი­ე­რე­ბავ! მე­დეა! მა­პა­ტიე, გე­მუ­და­რე­ბი, მა­პა­ტიე ეს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი შენ წი­ნა­შე, მთე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­შე. მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, დაგ­ჩე­რე­ბო­დი შენ მძი­ნა­რეს, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, და ვერც შენ გა­და­მარ­ჩი­ნე.


არა­ვის და­აბ­რა­ლო ჩემი სიკ­ვდი­ლი. გა­იზ­რდე­ბი, და­უ­ფიქ­რდე­ბი ჩემს ბედს და დარ­წმუნ­დე­ბი, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლი სჯობ­და, შენ უფრო უბე­დუ­რი იქ­ნე­ბო­დი, რომ მე დღეს თავი არ მო­მეკ­ლა. გიყ­ვარ­დეს დედა და ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი, ისი­ნი არ დაგ­ტო­ვე­ბენ არც ერთი წუ­თით და რამ­დე­ნად­მე მა­ინც გა­გი­ად­ვი­ლე­ბენ ობ­ლო­ბას. მე­ტის წერა აღარ შე­მიძ­ლია. მშვი­დო­ბით, მა­მი­კო! მე­დეა, მე­დეა, მშვი­დო­ბით! ის­წავ­ლე, იშ­რო­მე, ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი თქვი, ეცა­დე, სა­სა­ხე­ლო ქალი გა­მოხ­ვი­დე, გიყ­ვარ­დეს სამ­შობ­ლო, მუ­დამ გახ­სოვ­დეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი. შენი უსა­ზღვროდ მოყ­ვა­რუ­ლი მამა“ - წერ­და პა­ო­ლო შვი­ლი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში.


პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა:


დავით კლდიაშვილი:"მწე­რალ­თა კავ­შირ­ში დაგ­ვი­ბა­რეს, აკა­კი ბე­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე უნდა გა­ნე­ხი­ლათ, ბრალ­დე­ბა აქვს, სა­დღაც სტა­ლი­ნი აუ­გად უხ­სე­ნე­ბია. ბე­ლი­აშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, თავ­მჯდო­მა­რე კი და­ნა­შა­უ­ლის და­ჟი­ნე­ბით აღი­ა­რე­ბას სთხოვ­და. ირ­გვლივ სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და.

სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე სი­გა­რე­ტი მთხო­ვა. მერე ადგა და უხ­მოდ გა­ვი­და გა­რეთ. უეც­რად სრო­ლის ხმა გა­ის­მა. ვინ გა­ის­რო­ლა, რა მოხ­და?

დე­რეფ­ნი­დან კი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, პა­ო­ლომ თავი მო­იკ­ლა. ამ­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­რეთ გა­ვე­დით და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, კე­დელ­თან ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იყო ჩა­მო­კი­

დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სის­ხლი სდი­ო­და.

პა­ო­ლოს თო­ფის ლულა პირ­ში ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი. ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. დარ­ბაზ­ში სი­ჩე­მე სუ­ფევ­და..."



image


ფოტოზე-ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვანო რუხაძე, კოტე მაყაშვილი.(მწერალთა სახლის კიბეები:)





მეორე დღეს, 23 ივლისს გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა, სადაც დაგმეს პაოლო იაშვილის საქციელი:



" პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე

მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველ პატიოსანი მწერლის შეგნებაში"


image

საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყო. აიკრძალა მისი სახელის ხსენება. პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვის დათბობის დროს. 1955 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი, 1959 წელს კი ვრცელი კრებული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


პა­ო­ლო იაშ­ვი­ლს, რო­მელ­მაც სა­ნა­დი­რო თო­ფით მო­იკ­ლა თავი. მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­ლე­სი­ამ წესი არ აუგო, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, განონაკლისი დაუშვეს და 2011 წელს მას პეტრე კოლხმა წესი აუგო.

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0