x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
“ეს ფოტო არასდროს გამომიქვეყნებია და არც ეს ამბავი მითქვამს…” - რას იხსენებს მაკა რაზმაძე

image


ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე პოსტს ავრცელებს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ეხმაურება და მის გარდაცვლილ ძმასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:


"ეს ფოტო არასდროს გამომიქვეყნებია და არც ეს ამბავი მითქვამს. ჩემი ძმა გიორგი რაზმაძე ფეხბურთელი იყო-მეკარე მაშინდელი “დინამოს” ახალგაზრდულში.როგორც მისი მწვრთნელები ამბობდნენ ძალიან პერსპექტიული. სიმაღლეც ხელს უწყობდა 2 მეტრამდე იყო.


ასეთ დღეებში არ შემეძლო ეს ამბავი არ მეთქვა.


რა დღეში იქნებოდა ახლა წარმომიდგენია – ფეხბურთით ცხოვრობდნენ მაშინ ეს ბავშვები…


გიორგი მარად ბავშვად დარჩა, თუმცა იმ ბავშვად, რომელიც ერთ დღეში გაიზარდა მისი ბევრი თანატოლივით და ომში სამშობლოს დაცვას შეეწირა…


არ შემეძლო ეს რომ არ მეთქვა დღეს, მინდა მათაც გაიზიარონ ეს ბედნიერება რასაც ჩვენ განვიცდით.მათ, ვინც ფიზიკურად ჩვენთან აღარაა…"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში და საკუთარი ძმის ფოტოს აზიარებს.


image










0
543
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
543