საზოგადოება ჯონ სტეინბეკი: ქართველი ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს! 28 ივნისი, 12:41 ნობელის პრემიის ლაურეატმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა და, თავის მოგონებებში, საქართველო ასე აღწერა : “ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით: რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა " საქართველო "...
კავკასიის ამ ქვეყანას, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს, ისინი ისე მოიხსენიებდნენ, როგორც მეორე სამოთხეს. უკვე ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, თუკი პატიოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს თავს, არამედ საქართველოში"...
საქართველოს საკუთარი თვალით ხილვის შემდეგ კი, სტეინბეკმა ასეთი აღტაცებით დაწერა:
“საკვირველი ხალხია ეს ქართველები. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ მათ ძლიერ სულისკვეთებას კვალიც ვერ დააჩნიეს.
საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც...
ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ...
მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!"
12 1-ს მოსწონს
|